ნეიმარი - ახალი პელე

AutoSharing Option

ბრაზილიური ფეხბურთის ამომავალ ვარსკვლავს ჯერ არ ჰქონდა ნათამაშები კლუბის ძირითად შემადგენლობაში, როცა ადრეული ასაკიდან მიიპყრო ევროპული გრანდების - "მანჩესტერ იუნაიტედის", "რეალის", "არსენალის", "ბარსელონას", "ჩელსისა" და "მილანის" ყურადღება, რომლებიც სკაუტების მეშვეობით ყურადღებით ადევნებდნენ თვალს ბიჭის თამაშს "კოპინიაში" - სან პაულუს შტატის ახალგაზრდულ ჩემპიონატში. იქ თავდამსხმელმა ნამდვილი ფურორი მოახდინა, რისთვისაც მეტსახელი მიიღო - "ახალი რობინიო" - სახელგანთქმულ ფორვარდ რობინიოს მსგავსი დრიბლინგის გამო. ნეიმარმა სამხრეთ ამერიკის 17-წლამდელთა ჩემპიონატში ნაკრების რიგებში თამაშითაც გაითქვა სახელი.

2008 წელს ნეიმარმა პირველი პროფესიული კონტრაქტი გააფორმა "სანტოსთან". ხელშეკრულება 2014

წლის ბოლომდეა ძალაში. კლუბმა ფეხბურთელს ისეთი ფასი დაადო, რომ ბევრმა პოტენციურმა მყიდველმა უკან დაიხია. გარიგების 40 პროცენტი კომპანია "გროპო სონდას" ეკუთვნის. თუმცა ზოგიერთმა კლუბმა განზრახვაზე ხელი არ აიღო, კერძოდ, "მანჩესტერ იუნაიტედმა" და "რეალმა". თუმცა მადრიდულ კლუბს ფეხბურთელის შეძენაზე პრიორიტეტული უფლება აქვს, რადგან ნეიმართან წინასწარი კონტრაქტი აქვს გაფორმებული.

2009 წლის 7 მარტს ნეიმარმა პირველად ითამაშა "სანტოსის" ძირითად შემადგენლობაში - შეცვალა მაურისიო მოლინა. ამასობაში, ფორვარდზე პრეტენზია "მილანმაც" განაცხადა.

2010 წელს ფეხბურთის მეფემ - პელემ და ლეგენდარულმა რომარიომ ნეიმარის ნაკრებში შეყვანა და მისი მსოფლიოს ჩემპიონატზე წაყვანა მოითხოვა. იმავე წლის გაზაფხულში ნეიმარმა პირველი ტიტული მოიგო - სან პაულუს შტატის ჩემპიონი გახდა "სანტოსის" შემადგენლობაში. გარდა ამისა, ის ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს (19 მატჩში 14 გოლი გაიტანა).

2010 წლის 4 აგვისტოს ნეიმარმა ბრაზილიის თასი მოიგო. ამ ტურნირის 1/16 ფინალში "სანტოსმა" 8:1 მოუგო "გუარანის" და "ახალმა პელემ" ხუთი გოლი გაიტანა. ეს ტიტული "სანტოსს" 2011 წელს ლიბერტადორესის თასზე გამოსვლის უფლებას აძლევს.

წლევანდელ ჩემპიონატში გეიმარმა 31 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 17 გოლი გაიტანა, ამასთან 11-ჯერ დაიმსახურა მსაჯებისგან გაფრთხილება.

პელეს მოთხოვნის მიუხედავად, ნეიმარი სამხრეთ აფრიკაში ვერ გაემგზავრა, სამაგიეროდ, ბრაზილიის ნაკრების ახალმა მთავარმა მწვრთნელმა - მანო მენეზეშმა მიიწვია ამერიკასთან ამხანაგურ მატჩში. "სანტოსის" ფორვარდი 11-ნომრიანი მაისურით გავიდა მოედანზე და დებიუტი 28-ე წუთზე გოლით აღნიშნა. მეორე მატჩი ეროვნულ ნაკრებში არგენტინის ნაკრების (0:1) წინააღმდეგ ჰქონდა.


ნეიმარი
ეროვნება: ბრაზილია
დაბადების თარიღი: 05.02.92
დაბადების თარიღი: მოჟი დას კრუზესი
პოზიცია: ფორვარდი
სიმაღლე: 174 სმ
წონა: 60 კგ
სერია A: 64 მატჩი - 27 გოლი
პაულისტა: 31 - 17
ბრაზილიის თასი: 11 - 12
სუდამერიკანა: 2 - 0
ბრაზილიის ნაკრები: 2 - 1

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული