"ინტერნასიონალის" ნახევარმცველი ანდრეს დალესანდრო ლათინური ამერიკის 2010 წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. არგენტინელი თავის გუნდს ლიბერტადორესის თასზე გამარჯვებაში დაეხმარა. მეორე ადგილი "ესტუდიანტესის" ჰავბეკმა ხუან სებასტიან ვერონმა დაიკავა, მესამე კი "სანტოსის" 18 წლის თავდამსხმელი ნეიმარი გახდა.
სამხრეთ ამერიკის საუკეთესო მწვრთნელად ურუგვაის ნაკრების თავკაცი ოსკარ ტაბარესი დაასახელეს, რომელმაც თავისი გუნდი მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატის ნახევარფინალში გაიყვანა.
.