რონალდინიო გრემიოში დაბრუნდა

AutoSharing Option
"მილანის" ნახევარმცველმა რონალდინიომ ბრაზილიურ "გრემიოსთან" კონტრაქტს მოაწერა ხელი, საიდანაც ცხრა წლის წინ "პსჟ"-ში გადავიდა. ტრანსფერი ოფიციალურად უახლოეს ხანში დადასტურდება.

შეგახსენებთ, რომ დეკემბრის ბოლოს "მილანის" ხელმძღვანელობამ რონალდინიოს გუნდიდან წასვლა დაადასტურა, მაგრამ ბოლო მომენტამდე არ იყო ცნობილი, სად გააგრძელებდა 30 წლის ფეხბურთელი კარიერას. მისით ევროპის ბევრი კლუბი იყო დაინტერესებული, მოლაპარაკებებში სხვებზე აქტიურად "ბლექბერნი" მონაწილეობდა.

თუმცა, 2 იანვარს გაჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რონალდინიო ალბათ სამშობლოში დაბრუნდებოდა და თამაშს "პალმეირასში" ან "ფლამენგოში" გააგრძელებდა. ფეხბურთელის მომავალ კლუბად "გრემიოც" სახელდებოდა.


მომზადებულია La Gazzetta dello Sport-ის მიხედვით

 

 

.

 


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული