რობერტო კარლოსმა კუთხურიდან გაიტანა

AutoSharing Option
ბრაზილიის ”კორინთიანსის” მცველმა რობერტო კარლოსმა სანპაულუს ჩემპიონატის პირველ ტურში გოლი პირდაპირ კუთხურიდან გაიტანა. კარლოსმა ”პორტუგეზას” კარი შეხვედრის 20-ე წუთზე აიღო, რომელიც ”კორინთიანსის” გამარჯვებით 2:0 დასრულდა.

37 წლის ფეხბურთელის თქმით, მან შეამჩნია, რომ ”პორტუგეზას” მეკარე ვევერტონი თავის მცველებს ესაუბრებოდა და ამიტომ კუთხურის სწრაფად შესრულება გადაწყვიტა. ”ამან გაამართლა”, - აღნიშნა კარლოსმა.

თავდამსხმელმა რონალდომ, რომელიც რობერტო კარლოსთან ერთად 2002 წელს მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, ასევე მიიღო მონაწილეობა ”პორტუგეზესთან” მატჩში, მაგრამ გოლი ვერ გაიტანა და 75-ე წუთზე შეცვალეს.

რობერტო კარლოსი ”კორინთიანსში” თურქული ”ფენერბახჩედან” 2010 წელს
გადავიდა. წარსულში მცველი მადრიდის ”რეალსა” და მილანის ”ინტერში” გამოდიოდა.


მომზადებულია AP-ის მიხედვით

 

 

 

.

მკითხველის კომენტარები / 1 /
მაგარი გოლი იყო. ეს ისე არ არის პირველი შემთხვევა, რომ ამას ასე გაეტანოს გოლი.
tazo-real madrid fan
18:13 17-01-2011
0

სიახლეები პოპულარული