ჩვეულებრივ, გულშემატკივრები ტრიბუნებზე შესასვლელთან კედლებს "უტევენ". "მარაკანას" დაზიანების ძირითადი მიზეზი ის ხალხია, რომლებიც პირდაპირ სტადიონზე შარდავენ. შარდი ბევრ ამიაკს შეიცავს, რომელიც ძალიან სწრაფად მოქმედებს.
ის აღწევს ბეტონში, მჟავა კი მოქმედებს რკინის კონსტრუქციებზე. მნიშვნელოვანი მატჩების დროს აქ საშინელი სუნია. შარდის დიდი რაოდენობის გათვალისწინებით, თავად "მარაკანას" სტრუქტურა შეიძლება განადგურდეს", - მოჰყავს Telegraph-ს სტადიონის ინსპექტორის, ლუიშ ედუარდო კარდოსოს სიტყვები.
"მარაკანამ" 2012 წელს განიცადა რეკონსტრუქცია მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატისთვის. სწორედ ამ სტადიონზე გაიმართა ფინალური მატჩი გერმანიასა და არგენტინას შორის.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"