ნეიმარი რიოს ოლიმპიადისთვის ბრაზილიის ნაკრებში გამოიძახეს

AutoSharing Option
ბრაზილიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დუნგამ აირჩია 23 წელზე უფროსი სამი ფეხბურთელი, რომლებსაც 2016 წელს რიოს ოლიმპიადაზე წაიყვანს.

ესენი არიან: "ინტერნასიონალის" მეკარე ალისონი, მილანის "ინტერის" მცველი მირანდა და ასევე, "ბარსელონას" თავდამსხმელი ნეიმარი.

თუმცა არსებობს ერთი ბარიერი, კლუბებმა ფეხბურთელებს ოლიმპიურ თამაშებში გამოსვლის ნებართვა უნდა მისცენ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული