ნახევარმცველმა მაურო კამორანეზიმ თავისუფალი აგენტის სტატუსით არგენტინულ "ლანუსთან" კონტრაქტი გააფორმა. ის აქამდე "შტუტგარტში" გამოდიოდა, თუმცა იანვრის ბოლოს კლუბმა კონტრაქტი შეუწყვიტა, რომელიც სეზონის ბოლომდე ჰქონდა გაფორმებული.
გერმანიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში კამორანეზიმ "შტუტგარტის" შემადგენლობაში სულ 7 მატჩი ჩაატარა და ერთ შეხვედრაში წითელი ბარათი მიიღო.
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.