"ვასკო და გამას" ხელმძღვანელობამ გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე რიკარდო გომესის დანიშვნის შესახებ განაცხადა. ადრე სპეციალისტი "სან პაოლოში", "ბორდოსა" და "პსჟ-ში" მუშაობდა.
გომესი თავისი მოვალეობის შესრულებას უახლოეს დღეებში შეუდგება. მან კლუბის პრეზიდენტს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა და გუნდს ძველი დიდების დაბრუნებას დაჰპირდა.