მსოფლიოს ყოფილმა საუკეთესო ფეხბურთელმა რონალდომ განაცახადა, რომ სერიოზულად ფიქრობდა კარიერის დასრულებაზე, მას შემდეგ რაც მისი ამჟამინდელი კლუბის, "კორინთიანსის" ავტობუსს თავისივე ფანატებმა ქვები დაუშინეს. გულშემატკივრები კლუბის ლიბერტადორესის თასიდან ადრეულ ეტაპზევე გამოთიშვით იყვნენ აღშფოთებულები.
რონალდომ, რომელმაც ადრე თქვა, რომ სპორტს სეზონის დასრულების შემდეგ დატოვებს, აღნიშნა, რომ არ აპირებს კრიტიკოსებისა და ხულიგნებისთვის სიხარულის მინიჭებას და კარიერის გაგრძელების მისეულ გეგმას შეინარჩუნებს.
მომზადებულია TSN-ის მიხედვით
.