რონალდინიომ ბრაზილიურ კლუბში პირველი გოლი გაიტანა

AutoSharing Option
ბრაზილიელმა რონალდინიომ თავის ახალ კლუბში, რიო დე ჟანეიროს "ფლამენგოში" პირველი გოლი გაიტანა. 6 თებერვალს რონალდინიომ თავი რიოს შტატის გასვლით შეხვედრაში "ბოავიშტასთან" გამოიჩინა. მან 23-ე წუთზე ანგარიში თერთმეტმეტრიანით გახსნა, "ფლამენგომ" კი საბოლოოდ 3:2 მოიგო.

თერთმეტმეტრიანის შესრულებისას რონალდინიომ მარცხენა მაღალ კუთხეში ზუსტად დაარტყა. "ფლამენგოს" მაისურით თავისი პირველი გოლი მან იმ ტრიბუნის წინ ცეკვით აღნიშნა, სადაც გუნდის გულშემატკივრები იმყოფებოდნენ.

რონალდინიომ თავისი პირველი გოლი "ფლამენგოში" ამ გუნდის შემადგენლობაში მეორედ თამაშისას გაიტანა. მან რიო დე ჟანეიროს კლუბთან კონტრაქტს ხელი, ევროპაში 10 წლიანი ასპარეზობის შემდეგ, იანვარში
მოაწერა. რონალდინიოს მიზანია ბრაზილიის ნაკრებში დაბრუნდეს და სამშობლოში გასამართ მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე ითამაშოს.

"ბოავიშტასთან" მოგების შემდეგ "ფლამენგო" გუანაბარას თასის ნახევარფინალში, რომელიც შტატის ჩემპიონატის პირველი ნაწილია, ვადაზე ადრე გავიდა. "ფლამენგო" 6 მატჩში მოგროვებული 18 ქულით А ჯგუფში პირველ ადგილს იკავებს.


მომზადებულია AP-ის მიხედვით






.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული