რონალდომ კარიერას ვასრულებო

AutoSharing Option
"კორინთიანსის" 34 წლის თავდამსხმელი, რომელიც ფიფას ვერსიით მსოფლიოს წლის საუკეთესო ფეხბურთელი სამჯერ გახდა, აცხადებს, რომ "თამაში აღარ შეუძლია". "გაგრძელებას ვისურვებდი, მაგრამ არ შემიძლია. ვფიქრობ, როგორ ვითამაშო, მაგრამ ჩანაფიქრის განხორციელება არ შემიძლია", - განმარტა რონალდომ.

ფეხბურთელმა აღნიშნა, რომ მისი კარიერა "საშინლად ლამაზი" იყო. მისი გადაწყვეტილების შესახებ ოფიციალურად ორშაბათს სან პაულუში, პრესკონფერენციაზე გამოცხადდება. რონალდოს აგენტმა ინფორმაცია მისი წასვლის შესახებ არ დაადასტურა, მაგრამ არც მსგავსი შესაძლებლობა გამორიცხა.

ადრე იუწყებოდნენ, რომ რონალდო "კორინთიანსში", სადაც 2008 წლიდან გამოდის, 2011 წლის ბოლომდე დარჩებოდა. თუმცა ბოლო წელს
მან ფორმაში შესვლა და წონის დაგდება ვერაფრით მოახერხა.

რონალდო ბრაზილიის ნაკრების შემადგენლობაში ორგზის მსოფლიოს ჩემპიონი და მოქმედი რეკორდსმენია მსოფლიოს ჩემპიონატების ფინალურ სტადიაზე გატანილი გოლების მიხედვით (15 გოლი). 18 წლიანი კარიერის მანძილზე ის "ბარსელონაში", "მილანის "ინტერში" და მადრიდის "რეალში" თამაშობდა. სპორტსმენი მსოფლიოს 2002 წლის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირად და მსოფლიოს 1998 წლის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. 1996, 1997 და 2002 წლებში ფიფამ ის წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა, 1997 და 2002 წლებში "ოქროს ბურთით" დააჯილდოვეს, იმავე 1997 წელს "ოქროს ბუციც" ერგო.


მომზადებულია O Estado de S. Paulo-ს მიხედვით

 

 

 

 

.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული