უცხოური ფეხბურთი

სამხრეთ ამერიკა

მუნდიალი 2018. სამხ. ამერიკა: ნეიმარმა ლიონელ მესის დუელი მოუგო [VIDEO]

AutoSharing Option
მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის სამხრეთამერიკულ შესარჩევ ციკლში მე-11 ტურის შეხვედრები გაიმართა.

მთავარი დაპირისპირება ბრაზილიაში გაიმართა, სადაც ადგილობრივმა ნაკრებმა არგენტინის ეროვნულ გუნდს უმასპინძლა და მეტოქე ანგარიშით 3:0 დაამარცხა.

სტუმართა კარში პირველი გოლი მატჩის 25-ე წუთზე ფელიპე კოუტინიომ, ნეიმარის პასის შემდეგ გაიტანა. შესვენებამდე კი თავად "ბარსელონას" ვარსკვლავმაც შეაგდო. საბოლოო ანგარიში შეხვედრის მეორე ნახევარში პაულინიომ დააფიქსირა. მოედანზე იყვნენ, მაგრამ თავისიანებს ვერაფერით დაეხმარნენ ლიონელ მესი და გონსალო იგუაინი...
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

რაც შეეხება სხვა მატჩებს, ხუთი უპასუხო გოლი გაუტანა ბოლივიას ვენესუელამ, რომლისთვისაც ეს პირველი მოგებაა
მიმდინარე შესარჩევში. მასპინძელთა შორის ჰეთ თრიქი ხოსეპ მარტინესმა შეასრულა.

პერუმ პარაგვაის გასვლაზე 4:1 მოუგო, ურუგვაიმ კი საკუთარ მოედანზე ეკვადორს სძლია (2:1).
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

გოლი არ გასულა კოლუმბია-ჩილეს დაპირისპირებაში. აღსანიშნავია, რომ ამ მატჩში ტრავმა მიიღო "მანჩესტერ სიტისა" და ჩილეს ნაკრების მეკარე კლაუდიო ბრავომ, რომელიც 64-ე წუთზე შეცვალეს.

11 ტურის შემდეგ შესარჩევ ჯგუფს 24 ქულით ბრაზილია ლიდერობს. 23 ქულა აქვს ურუგვაის. მესამეზე კოლუმბიაა 18 ქულით, მეოთხე-მეხუთე ადგილებს კი 17-17 ქულით ეკვადორი და ჩილე იყოფენ. ცუდ მდგომარეობაშია არგენტინა, რომელიც 16 ქულით მეექვსე ადგილზე რჩება.

მუნდიალი 2018. შესარჩევი. სამხ. ამერიკა. მე-11 ტური
კოლუმბია-ჩილე 0:0

ურუგვაი-ეკვადორი 2:1
გოლები: 1:0 კოატესი (12), 1:1 კასეიდო (45), 2:1 როლანი (45) .

პარაგვაი-პერუ 1:4
გოლები: 1:0 რივეროსი (10), 1:1 რამოსი (49), 1:2 ფლორესი (71), 1:3 კუევა (79), 1:4 ბენიტესი (84, ავტოგოლი).

ვენესუელა-ბოლივია 5:0
გოლები: 1:0 ჯუფატი (3), 2:0, 3:0, 4:0 მარტინესი (10, 67, 70), 5:0 ოტერო (74).

ბრაზილია-არგენტინა 3:0
გოლები: 1:0 კოუტინიო (25), 2:0 ნეიმარი (45), 3:0 პაულინიო (58).
ასევე დაგაინტერესებთ