რონალდინიომ "ფლამენგოში" პირველი ტიტული მოიგო

AutoSharing Option
ბრაზილიელმა რონალდინიომ თავისი ახალი კლუბის, "ფლამენგოს" შემადგენლობაში, სადაც 2010 წლის დასაწყისში გადავიდა, პირველი ტიტული მოიგო. 28 თებერვალს "ფლამენგომ" გუანაბარას თასი მოიგო, რომელიც რიო დე ჟანეიროს შტატის ჩემპიონატის პირველი ეტაპია. რონალდინიოს გუნდმა ფინალში "ბოავიშტა" დაამარცხა, ანგარიშით 1:0.

ერთადერთი გოლი 71-ე წუთზე რონალდინიომ გაიტანა საჯარიმო დარტყმით. "ფლამენგოს" შემადგენლობაში მან სულ ექვსი მატჩი ჩაატარა, რომელშიც სამი გოლი გაიტანა.

თამაშის შემდეგ რონალდინიომ, რომელიც ორჯერ იყო მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად დასახელებული თქვა, რომ "ფლამენგოს" გულშემატკივართათვის ტიტულის მოგებაზე ოცნებობდა. მსოფლიოს 2002 წლის ჩემპიონმა ყველას შეახსენა, რომ მისი
მიზანი ბრაზილიის ნაკრებში დაბრუნებაა.

რიო დე ჟანეიროს კლუბმა გუანაბარას თასი თავის ისტორიაში 19-ედ მოიგო. შტატის ჩემპიონატის მეორე ნაწილს რიოს თასი წარმოადგენს. გუანაბარას თასის და რიოს თასის გამარჯვებულები რიო დე ჟანეიროს შტატის ჩემპიონატის ფინალში ერთმანეთს შეხვდებიან.

თუ "ფლამენგო" რიოს თასსაც მოიგებს, შტატის ჩემპიონი ავტომატურად გახდება. ადრე ამ გუნდმა რიო დე ჟანეიროს შტატის ჩემპიონატი 25-ჯერ მოიგო.


მომზადებულია AP-ის მიხედვით

 

 

 

 

.


მკითხველის კომენტარები / 1 /
რახან დაიწყო აღარ გაჩერდება.
puma
19:58 28-02-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული