არცთუ დიდი ბუ თამაშის დროს გაზონზე შემთხვევით აღმოჩნდა. ფეხბურთელი იქვე იდგა და მას ბუცი შემოკრა.
დარტყმის შემდეგ ფრინველმა სამნახევარი მეტრი გაიფრინა და სერიოზული დაზიანებები მიიღო.
ვეტერინარებმა ბუს მარცხენა ფრთის მოტეხილობა დაუდგინეს. ფრინველმა გადატანილ სტრესს ვერ გაუძლო და დაიღუპა.
ბუ გუნდ "ატლეტიკო ჟუნიორის" საშინაო სტადიონზე ცხოვრობდა და მისი თილისმა იყო. განრისხებულმა ფანატებმა მორენოს "მკვლელი" უწოდეს.
მატჩის
ცხოველთა უფლებების დამცველები ბუს შეურაცხმყოფელს უკვე ციხით დაემუქრნენ. ლიგის პრეზიდენტმა რამონ ჟესურუმმა განაცხადა, რომ მორენო ამ უხეში საქციელისთვის აუცილებლად უნდა დაისაჯოს.
თუმცა კოლუმბიაში ცხოველებისადმი უხეშად მოპყრობასთან დაკავშირებით კანონი არ არსებობს. მოთამაშისთვის ერთადერთი სასჯელი ამ ავადსახსენებლ მატჩში მისი გუნდის წაგება გახდა, ანგარიშით 1:2.
.