ვისენტე დელ ბოსკე: ტრანსფერებზე კონტროლი ხელიდან არ უნდა გაგვეშვა

AutoSharing Option
მადრიდის "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ლეგენდარული მწვრთნელი სატრანსფერო ბაზარზე მიმდინარე მოვლენებს აფასებს. მისი თქმით, მსოფლიო ფეხბურთს კონტროლის ახალი მექანიზმები სჭირდება.

"ტრანსფერების ეკონომიკურ მხარეს სერიოზულად უნდა შევხედოთ, რადგან ეს საკითხი უკვე უკონტროლოა. მიმდინარე პროცესები უნდა შევაჩეროთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ნებისმიერი კლუბი, რომელსაც ბევრი ფული აქვს, სატრანსფერო ბაზარზე რასაც უნდა, იმას გააკეთებს", - განაცხადა დელ ბოსკემ Marca-სთან საუბრისას.

ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაციით, "პარი სენ ჟერმენი" ნეიმარში 222 მილიონ ევროს იხდის, ხოლო "ბარსელონა" და "რეალი" მზად არიან, "მონაკოდან" კილიან მბაპე 180 მილიონად შეიძინონ.