გოლი: 1:0 ბ. გეორგიევი (45)
ყუბანი-სპარტაკი (ნალჩიკი) 1:1
გოლები: 1:0 გ. ბუკური (64), 1:1 ლეანდრო (87)
რუბინი-ლოკომოტივი 0:0
როსტოვი-ამკარი 3:0
გოლები: 1:0 რ. ადამოვი (50), 2:0 ა. გაცკანი (82), 3:0 დ. ბლატნიაკი (87)
ტომი-ზენიტი 2:1
გოლები: 1:0 ე. სტარიკოვი (37), 1:1 ა. იონოვი (41), 2:1 პ. გოლიშევი (52)
დინამო-კრილია 1:0
გოლი: 1:0 ა. ვორონინი (48)
სპარტაკი (მოსკოვი)-კრასნოდარი 4:0
გოლები: 1:0 არი (30), 2:0, 3:0, ა. ძიუბა (52, 65), 4:0 არი (90)
ვოლგა-ცსკა (გადაიდო)
რუსულ პრემიერლიგაში ტური არ გავა, ერთი-ორი მოულოდნელი შედეგი რომ არ დაფიქსირდეს; ასე
ამ სეზონში „ტომის“ მიზანი უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნებაა, თუმცა გამოცდილი სპეციალისტის, 67 წლის ვალერი ნეპომნიაშჩის გუნდი ფავორიტებს ხშირად ამწარებს ხოლმე. ასე მოხდა ამ შეხვედრაშიც და საინტერესოა, რომ მასპინძელთა გამარჯვება მნიშვნელოვნად განაპირობა ორი ახალგაზრდა ფორვარდის, 19 წლის მაქსიმ კანუნიკოვისა და 22 წლის ევგენი სტარიკოვის აქტიურმა თამაშმა,-არადა, ორივე თავდამსხმელი... „ზენიტის“ საკუთრებაა და „ტომში“ იჯარით ასპარეზობენ. ტურის ცენტრალური მატჩი ყაზანში ჩატარდა, სადაც „რუბინმა“ თავისი უდავო უპირატესობა ვერაფრით გამოიყენა და ამაში დამნაშავე „ლოკომოტივის“ ბრაზილიელი მეკარე, 25 წლის გილერმე იყო, ვინც მორიგი შთამბეჭდავი მატჩი ჩაატარა. გილერმეს მსგავსად ჩინებულად ითამაშა ჩვენებურმაც, „ანჟის“ 24 წლის მეკარემ ნუკრი რევიშვილმა, მაგრამ ერთ ეპიზოდში ისიც უძლური იყო: „ტერეკისა“ და ბულგარეთის ნაკრების ნახევარმცველმა, 29 წლის ბლაგოე გეორგიევმა მართლაც ეფექტური საჯარიმო დარტყმა შეასრულა. „ტერეკს“ ეს მატჩი რომ არ მოეგო, ამ გუნდის ჰოლანდიელ თავკაცს რუუდ გულიტს, ალბათ, შეხვედრის დასრულებისთანავე გაათავისუფლებდნენ. თუმცა, ახალ სტადიონზე (სადაც საზეიმო განწყობა სუფევდა და რუსული შოუ-ბიზნესის მონაწილეობით კონცერტიც ჩატარდა), „ტერეკის“ მოგება, ასე ვთქვათ, პროგნოზირებადი იყო...
ზედიზედ ორი მოგებით საგრძნობლად გაიუმჯობესა სატურნირო მდგომარეობა მოსკოვის „სპარტაკმა“ და ამ გუნდის მთავარი მწვრთნელი ვალერი კარპინიც ჯერჯერობით კვლავაც რჩება თავის პოსტზე. „სპარტაკმა“ ამჯერად სლავოლიუბ მუსლინის „კრასნოდარს“ აჯობა და რუსების სახალხო გუნდის ეს წარმატება ფორვარდების შედეგიანმა თამაშმა განაპირობა: 25 წლის არიმ (ბრაზილია) და 22 წლის არტიომ ძიუბამ „დუბლი“ შეასრულეს.
ჩემპიონატს დღესდღეობით იური კრასნოჟანის „ლოკომოტივი“ ლიდერობს, მაგრამ დაკარგული ქულებით ცსკა უნდა მივიჩნიოთ ლიდერად; ლეონიდ სლუცკის გუნდმა ეს ტური გამოტოვა, რადგან რუსეთის თასის ფინალში თამაშობდა და პირველლიგელ „ალანიას“ დაძაბულ ბრძოლაში (2:1) აჯობა. იმის გამო, რომ ცსკამ ჩემპიონთა ლიგაზე უნდა იასპარეზოს. პირველლიგელი „ალანია“ (სადაც პრეზიდენტად ვალერი გაზაევი მუშაობს) ევროპის ლიგის გათამაშებაში მიიღებს მონაწილეობას!