ბლატეროფობია - კაცი, რომელსაც ყველა ლანძღავს

AutoSharing Option
ჯეკ უორნერი, ფიფას ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი, რომელმაც ივნისში დატოვა თანამდებობა, პრეზიდენტ ზეპ ბლატერს საჯაროდ დაესხა თავს.

უორნერმა თქვა, რომ შვეიცარიელი ფუნქციონერი დიდების მანიითაა შეპყრობილი, არის საშინელი რასისტი და დისკრიმინატორი.

"აღარ შეიძლება ფიფას პრეზიდენტს მიეცეს იმის შანსი, რომ კვლავ ჩაგროს ხალხი კანის ფერის გამო. ვინმემ უნდა უთხრას მას - კმარა! არ შეიძლება ფიფას პრეზიდენტი ასე დაუსჯელად უშვებდეს დიდ შეცდომებს, დაკავებული იყოს სხვათა დისკრიმინაციით. ის დრო გავიდა, როცა ყველა ვდუმდით. ახლა აღარავინ არ უნდა გაჩერდეს, სხვა შემთხვევაში ფიფა დაღუპავს ფეხბურთს", - განაცხადა უორნერმა.

შეგახსენებთ, უორნერი და აზიის საფეხბურთო კონფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი მოჰამად ბინ ჰამამი კარიბის აუზის ქვეყნების ფედერაციების მოსყიდვაში დაადანაშაულეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული