ული ჰიონესი: თქვას ბლატერმა, რომ არ შეუძლია და წავიდეს!

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნის" პრეზიდენტმა ული ჰიონესმა გერმანულ მასმედიასთან საუბრისას ფიფას პრეზიდენტი ზეპ ბლატერი გააკრიტიკა.

ჰიონესმა მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოს სათავეში ბლატერის კიდევ დიდი ხნით დარჩენა არაგონივრულად მიიჩნია.

"თუკი ფიფაში წესრიგის დასამყარებლად ბლატერი ამ წლის ბოლომდე არ წარმოადგენს კონკრეტულ გეგმას, მაშინ მან თავის პოსტი უნდა დატოვოს.

ყველა უნდა გრძნობდეს პასუხისმგებლობას დაკისრებული მოვალეობებისადმი. თუკი მას არ ძალუძს სიტუაციას გაუმკლავდეს, მაშინ ეს უნდა აღიაროს და წავიდეს", - განაცხადა ჰიონესმა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ფეხბურტის სირცხვილია რა ეს კაცი
რით ვერ მოაშორეს ფეხბურთს ჯერ ერტი რომ ყოფილი წყალბურთელია თუ რაღაც ფეხბურთი ცხოვერბაში არ უთამაშია მეორეც კორუმპირებულია და საერთოდ არაკაცია რა სიფათზე რო შეხედავ
fani222
13:50 07-01-2012
0

სიახლეები პოპულარული