სერბი ფეხბურთელი ნაკრებიდან ჰიმნის შესრულებაზე უარის თქმის გამო მოკვეთეს

AutoSharing Option
სერბეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სინიშა მიხაილოვიჩმა, რომელიც შვეიცარიაში შეკრებას ატარებს, გუნდიდან "ფიორენტინას" ნახევარმცველი ადემ ლიაიჩი გარიცხა.

ამის მიზეზი ესპანეთის ნაკრებთან ამხანაგური მატჩის წინ თავისი ქვეყნის ჰიმნის შესრულებაზე უარის თქმა გახდა.

ესპანეთთან მატჩის შემდეგ მიხაილოვიჩი ლიაიჩს შეხვდა, რომელმაც ჰიმნის სიმღერაზე უარის თქმა პირადი მიზეზებით ახსნა (ლიაიჩი ეთნიკური ბოსნიელია). ფეხბურთელმა განაცხადა, რომ ჰიმნს არც მომავალში იმღერებს, რის შემდეგაც მიხაილოვიჩმა ლიაიჩს ნაკრების დატოვების უფლება მისცა.

სერბეთის ფეხბურთის ფედერაციის მიმართვაში ნათქვამია, რომ თუ ლიაიჩი მომავალში ჰიმნის შესრულებას დათანხმდება, შეუძლია ნაკრებში გამოძახების იმედი ჰქონდეს.

ეს
მიმდინარე წელს ლიაიჩის პირველი სკანდალი არ არის. მაისის დასაწყისში ფეხბურთელმა "ნოვარასთან" მატჩის დროს "ფიორენტინას" მთავარ მწვრთნელ დელიო როსისთან ჩხუბი გამართა. ლიაიჩი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს, გუნდის თავკაცი კი თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

ასევე იხილეთ
"ფიორენტინას" მთავარმა მწვრთნელმა ფეხბურთელი სცემა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული