მსოფლიოს 1998 წლის ჩემპიონატის ერთ-ერთმა გმირმა ამ თანამდებობაზე ვლატკო მარკოვიჩი შეცვალა, რომელიც ხორვატულ ფეხბურთს 14 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა. ფედერაციის აღმასკომის წევრებმა 44 წლის შუკერი ერთხმად აირჩიეს - დავორი ამ პოსტზე, მინიმუმ, 2014 წლის ბოლომდე იმუშავებს.
ამასობაში თითქმის გადაწყვეტილია, რომ ხორვატიის ნაკრების მთავარ მწვრთნელად იგორ სტიმაჩი დაინიშნება, რომელიც მოსკოვის "ლოკომოტივში" გადაბარგებულ სლავენ ბილიჩს შეცვლის.
როგორც იცით, ამ უკანასკნელმა ჯერ კიდევ ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე განაცხადა,
აღსანიშნავია, რომ 1998 წლის ხორვატიის ნაკრებში, შუკერთან ერთად, სტიმაჩიც თამაშობდა და ბარემ იმასაც შეგახსენებთ, რომ იმ მუნდიალზე ხორვატებმა ყველასათვის მოულოდნელად მესამე ადგილი დაიკავეს.
დავორ შუკერმა კარიერა 1984 წელს "ოსიეკში" დაიწყო და 2003 წელს მიუნხენში ("1860") დაამთავრა. თავდამსხმელი სხვადასხვა დროს ზაგრების "დინამოს" (1989-1991), "სევილიას" (1991-1996), "რეალის" (1996-1999), "არსენალისა" (1999-2000) და "ვესტ ჰემის" (2000-2001) ღირსებას იცავდა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"