იოჰან კრუიფი განრისხდა: ლუის ვან გაალი? გაგიჟდით?

AutoSharing Option
როგორც მოსალოდნელი იყო, ჰოლანდიური ფეხბურთის ცოცხალი ლეგენდა იოჰან კრუიფი ნაკრების მთავარ მწვრთნელად ლუის ვან გაალის დანიშვნას კრიტიკულად შეხვდა.

65 წლის კრუიფს ყველაზე მეტად ის არ მოსწონს, რომ 60 წლის ვან გაალის დანიშვნას წინ ორკვირიანი "იაფფასიანი პროპაგანდა" უძღოდა.

"ჩემი აზრით, ვან გაალის დანიშვნა არ გადაწყვეტილა ისე სწრაფად, როგორც ამაზე ჰოლანდიური ფეხბურთის მამა-მარჩენალები საუბრობენ," - წერს 1974 წლის მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი გაზეთ "დე ტელეგრააფის" საკუთარ სვეტში ვან გაალზე, რომელიც ჰოლანდიის ნაკრებს 2000-დან 2002 წლამდეც წვრთნიდა და იქვე დასძენს:

"სწორია თუ არა ეს გადაწყვეტილება?
ამ კითხვაზე სერიოზულ პასუხს ვერავინ გასცემს, რადგან ვან გაალის წარმატება თუ წარუმატებლობა მხოლოდ და მხოლოდ შემთხვევითობაზე იქნება დამოკიდებული. მე სწორედ ეს არ მომწონს!"

შეგახსენებთ, რომ ჰოლანდიის საფეხბურთო კავშირმა ლუის ვან გაალი ნაკრების მთავარ მწვრთნელად 6 ივლისს გამოაცხადა და ლუისმა ამ პოსტზე ევროპის ჩემპიონატზე განცდილი ფიასკოს შემდეგ გადამდგარი ბერტ ვან მარვიიკი შეცვალა. ამ უკანასკნელის ხელში ჰოლანდიელებმა ევრო 2012-ზე ჯგუფური ეტაპიც კი ვერ გადალახეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული