სკანდალი ფიფაში: ყოფილი პრეზიდენტი ჟოაო აველანჟი ქრთამს იღებდა

AutoSharing Option
ფიფამ საკუთარი ორგანიზაციის ყოფილი პრეზიდენტი ჟოაო აველანჟი და ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაციის ექს-პრეზიდენტი რიკარდო ტეიშეირა მსოფლიოს ჩემპიონატის მატჩების ტელეტრანსლაციის უფლებების გაცემისთვის ქრთამის აღებაში დაადანაშაულა.

მსოფლიოს ჩემპიონატის მატჩების ტელეტრანსლაციის ხელსაყრელი კონტრაქტების სანაცვლოდ ისინი მარკეტინგული სააგენტო "International Sport and Leisure (ISL)"-ისგან ქრთამს იღებდნენ.

აღნიშნული სააგენტო 2001 წელს გაკოტრდა, მას შემდეგ, რაც 300 მილიონი დოლარი ვალი დაიდო.

ტეიშეირამ 1992-97 წლებში დაახლოებით 13 მილიონი დოლარი მიიღო, ხოლო აველანჟმა 1997 წელს მილიონი დოლარი. საერთო ჯამში, 1992-2000 წლებში ორივე ჩინოვნიკმა უკანონოდ 15 მილიონამდე დოლარი მოიხვეჭა.

ჟოაო აველანჟი
ფიფას პრეზიდენტი 1974-98 წლებში იყო. 1998 წელს ის ფიფას საპატიო პრეზიდენტად აირჩიეს. 1963-2011 წლებში აველანჟი საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წევრი იყო.
მკითხველის კომენტარები / 4 /
ჩვენებთან შედარებით წვრილმანი თაღლითები არიან! აი ჩვენთან, 10 მილიონზე ნაკლებად, ხელს არ გაისვრიან.
giorgi
12:07 13-07-2012
0
მერე კორუფციის დამმარცხებელი N1 სახელმწიფო არ იციან ვინ არის, ეს მუმიები, ჩარეცხილი ოროსნები.
0

სიახლეები პოპულარული