გადაწყდა: ფაბიო კაპელო რუსეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელია!

AutoSharing Option
"სოვეტსკი სპორტის" ინფორმაციით, უკვე გადაწყვეტილია, რომ რუსეთის ნაკრებს ფაბიო კაპელო ჩაიბარებს - ხსენებულმა გაზეთმა ეს ცნობა 13 ივლისს გაავრცელა.

66 წლის უკვე ლეგენდარული იტალიელი სპეციალისტის დანიშვნა ოფიციალურად ჯერ არ გაცხადებულა, მაგრამ "სოვეტსკი სპორტი" ინფორმაციის წყაროსაც ასახელებს: კაპელოსთან შეთანხმება ამ გაზეთს რუსეთის საფეხბურთო კავშირის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ნიკიტა სიმონიანმა დაუდასტურა.

"ფაბიო კაპელოსთან მოლარაკებები წარმატებით დასრულდა და იტალიელ მწვრთნელთან თითქმის ყველაფერზე შევთანხმდით. კაპელო თანახმაა, იმუშავოს და იცხოვროს რუსეთში. მას ისეთი არაფერი მოუთხოვია, რაზეც არ დავთანხმდებოდით," - განუცხადა სიმონიანმა "სოვეტსკი სპორტს".

ჩვენი რუსი კოლეგების
ცნობით, კაპელო რუსეთის საფეხბურთო კავშირთან ორწლიან კონტრაქტს გააფორმებს, რომელსაც გახანგრძლივების პერსპექტივა ექნება.

ფაბიოს ხელფასზე ოფიციალურად ჯერ არაფერი თქმულა, პრესის ინფორმაციით კი, იტალიელი წელიწადში 10 მილიონ ევროს აიღებს. შედარებისთვის, რუსეთის ნაკრების ყოფილი თავკაცის, დიკ ადვოკაატის წლიური ჯამაგირი 7 მილიონს შეადგენდა.

ცნობილი გახდა ისიც, რომ კაპელოს ერთ-ერთი ასისტენტი ან იგორ შალიმოვი იქნება, ანაც დმიტრი ალენიჩევი, რომელიც თავის დროზე "რომაში" სწორედ იმ დროს თამაშობდა, როცა ამ იტალიურ კლუბს კაპელო წვრთნიდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ინგლისში რა ქნა და რუსეთში რას იზამს.
ramo
13:17 14-07-2012
0

სიახლეები პოპულარული