ჰოლანდიის ნაკრების ახალი კაპიტანი ვესლი სნეიდერია

AutoSharing Option
ჰოლანდიის ნაკრების ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ლუის ვან გაალმა გუნდის კაპიტნად ვესლი სნეიდერი დანიშნა.

"ნარინჯისფერების" თავკაცმა ეს ინფორმაცია 14 აგვისტოს გამართულ პრესკონფერენციაზე დაადასტურა - შეგახსენებთ, რომ ჰოლანდია 15 აგვისტოს ბელგიას ეთამაშება.

სნეიდერი, რომელსაც "ნარინჯისფერებში" 87 მატჩი აქვს ჩატარებული, კაპიტნის პოსტზე მარკ ვან ბომელს შეცვლის, რომელმაც ევროპის ჩემპიონატის შემდეგ სანაკრებო კარიერა დაასრულა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული