ახალგაზრდა თურქის გადაბირებას "არსენალი" და "ლივერპულიც" გეგმავდნენ. სამეფო გუნდის თავკაცი ჟოზე მოურინიო ფეხბურთელს იოლად შეელია.
შაჰინი 2011 წლის გერმანიის ჩემპიონის, დორტმუნდის "ბორუსიას" ერთ-ერთი ლიდერი იყო.
"სანტიაგო ბერნაბეუზე" გადასვლის შემდეგ მან მალე მიიღო სერიოზული ტრავმა, მაგრამ ნება მოგვეცით, მხოლოდ ვივარაუდოთ, რომ ის ვერც ხარივით ჯანმრთელი მოახერხებდა სამი ხედირასა და ჩაბი ალონსოსთვის კონკურენციის გაწევას.
"მარკას" მტკიცებით, შაჰინის გაშვება იმას უნდა ნიშნავდეს, რომ "რეალში" ლუკა მოდრიჩის გადასვლა მხოლოდ დროის საკითხია.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი