ამხანაგური მატჩები. ბრაზილიამ შვედეთს არაფერი გააბედვინა!

AutoSharing Option
მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის მასპინძელი ბრაზილია შვედეთს სტუმრობდა და თამამად უნდა ითქვას, რომ "სელესაოს" ფეხბურთელებმა სკანდინავიელებს კარგი საფეხბურთო გაკვეთილი ჩაუტარეს.

ბრაზილიელები თამაშს პირველიდან ბოლო წუთამდე აკონტროლებდნენ და 32-ე წუთზე, წინა ხაზზე ნეიმართან შეწყვილებული ლეანდრო დამიაოს გოლით დაწინაურდნენ.

"სელესაომ" ალეშანდრე პატოს დუბლამდეც ბევრი მომენტი შექმნა და შეეძლო, ეს თამაში უფრო დიდი სხვაობითაც მოეგო. იმავე ლეანდრომ, ნეიმარმა, რამირესმა და რომულომ არაერთი შანსი გაუშვეს ხელიდან.

თამაშის შესაბამისი ანგარიში კი პატომ დააფიქსირა, რომელმაც საფინალო სასტვენამდე 15 წუთით ადრე ლეანდრო შეცვალა და დუბლი გაახერხა. აღსანიშნავია,
რომ შვედებს თავიანთი უმთავრესი სუპერვარსკვლავი, ზლატან იბრაჰიმოვიჩი აკლდათ.

შვედეთი-ბრაზილია 0:3
შვედეთი (4-2-3-1): ისაკსონი - ლარსონი, გრანკვისტი, ოლსონი, საფარი - ვერნბლუმი, ჰოლმენი - ელმი (64. ა. სვენსონი), ტოივონენი, ვილჰელმსონი (64. კაჩანიკლიჩი) - ბერგი (73. ჰამრენი).
ბრაზილია (4-4-2): გაბრიელი - დანი ალვეში, სილვა, ლუისი (75. დედე), ალექს სანდრო - რამირესი, პაულინიო (89. სანდრო), რომულო, ოსკარი (76. ჰალკი) - ლეანდრო (75. პატო), ნეიმარი (83. ნეიმარი).
გოლები: 0:1 ლეანდრო (32), 0:2 პატო (84), 0:3 პატო (86-პენ)

ვან გაალმა წაგებით დაიწყო
ჰოლანდიის ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელის, ლუის ვან გაალის დებიუტი, რბილად რომ ვთქვათ, წარუმატებელი გამოდგა.

ნარინჯისფერები მეზობელ ბელგიასთან პრესტიჟულ დუელში 2:4 დამარცხდნენ და ცხადად გამოჩნდა, რომ ვან გაალს ძალიან ბევრი სამუშაო აქვს. ბელგიელებმა პირველი ტაიმი კრისტიან ბენტეკეს გოლით მოიგეს, რომელიც ამ უკანასკნელმა მე-20 წუთზე გაიტანა. მეორე ტაიმში კი გოლების წვიმა ვიხილეთ - ჯერ ერთ, მერე კი მეორე კარში.

ლუსიანო ნარსინგმა და კლაას-იან ჰუნტელაარმა თამაში ჰოლანდიის ნაკრების სასარგებლოდ სულ რაღაც ერთ წუთში შეატრიალეს, რის შემდეგაც ვან გაალის გუნდმა შეტევებს უკლო და ამის გამო მკაცრად დაისაჯა: ზუსტად ხუთწუთიან ინტერვალში ბელგიამ ჰოლანდიას სამი გოლი გაუტანა - მარტენ სტეკელენბურგის კარი დრის მერტენსმა, რომელუ ლუკაკუმ და იან ვერტონგენმა დალაშქრეს.

მატჩის შემდეგ ვან გაალმა ამ მარცხს თავის სამწვრთნელო კარიერაში ერთ-ერთი უმწარესი წაგება უწოდა და საფეხბურთო ჰოლანდიას დაჰპირდა, მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში სულ სხვა, გაცილებით უკეთეს გუნდს ნახავთო.

აქვე ვთქვათ, რომ რაფაელ ვან დერ ვაარტმა "ნარინჯისფერებში" მე-100 მატჩი ჩაატარა.

ბელგია-ჰოლანდია 4:2
ბელგია: კურტუა, ჟილე, ვან ბუიტენი (48. ალდერვეირელდი), ვერტონგენი, ვერმაელენი, მირალიაში (56. დე ბრუინი), დეფური, ვიტსელი, ჩადლი (67. მერტენსი), აზარი (58. დემბელე), ბენტეკე (66. ლუკაკუ).
ჰოლანდია: სტეკელენბურგი, ვან რინი, ჰეიტინგა (47. დე ვრი), მატიისენი (48. ვიერგევერი), ვილემსი (48. მარტინს ინდი), რობენი, ვან დერ ვაარტი (48. მაჰერი), დე იონგი, სნეიდერი, ნარსინგი (71. ლენსი), ჰუნტელაარი.
გოლები: 1:0 ბენტეკე (20), 1:1 ნარსინგი (54), 1:2 ჰუნტელაარი (55), 2:2 მერტენსი (75), 3:2 ლუკაკუ (77), 4:2 ვერტონგენი (80).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული