10-წლიანი დისკვალიფიკაცია მალტელ ფეხბურთელს!

AutoSharing Option
2007 წელს ნორვეგიისა და მალტის ნაკრები გუნდების მანიპულირებული მატჩის სასამართლო პროცესი დასრულდა: უეფამ მალტის ნაკრების ფეხბურთელ კევინ სამუტს 10-წლიანი (!) დისკვალიფიკაცია მიუსაჯა, რაც, რა თქმა უნდა, იმას ნიშნავს, რომ ამ უკანასკნელის კარიერა დასრულებულია და ამ ხნის მანძილზე ფეხბურთს სხვა მხრივაც ვეღარ გაეკარება.

31 წლის სამუტთან ერთად, ორი ფეხბურთელი იყო ეჭვმიტანილი, რომლებიც სასჯელის გარეშე გამოძვრნენ - უეფას განმარტებით, მათი დანაშაულის დამტკიცება ვერ მოხერხდა.

სკანდალური მატჩი 2007 წლის 2 ივნისს ოსლოში გაიმართა და ის ნორვეგიამ 4:0 მოიგო. უეფას მესვეურები ამ შეხვედრით მას
მერე დაინტერესდნენ, რაც გაირკვა, რომ ერთ-ერთ ტოტალიზატორში 200 000 ევრო დადეს იმაზე, რომ ნორვეგია ამ თამაშს 4-ბურთიანი სხვაობით მოიგებდა. საინტერესო ისაა, რომ მალტელებმა ბოლო სამი გოლი უკანასკნელ 18 წუთში გაუშვეს.

"ვიღაცებმა მითხრეს, სხვებსაც თუ ჩაუშვებ, უეფაში დაგინდობენო, მაგრამ ვინ უნდა ჩავუშვა, როცა არაფერი ჩამიდენია და არაფერი ვიცი?" - უთხრა სამუტმა ჟურნალისტებს.

მალტის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ნორმან დარმანინ დმეჯო დარწმუნებულია, რომ ნორვეგიასთან თამაშის განგებ წაგებაში ბრალი სხვა ფეხბურთელებსაც მიუძღვით: "არ მჯერა, რომ დამნაშავე მხოლოდ სამუტია, მაგრამ უეფას გადაწყვეტილებას პატივი უნდა ვცეთ."

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული