ანდრეს ინიესტა გასული სეზონის ევროპის საუკეთესო ფეხბურთელია!

AutoSharing Option
30 აგვისტოს, ჩემპიონთა ლიგის წილისყრის შემდეგ, უეფამ გასული სეზონის ევროპის საუკეთესო ფეხბურთელი გამოავლინა.

მოგეხსენებათ, რომ კანდიდატი სამი იყო - 53 სპორტულ ჟურნალისტს არჩევანი ლიონელ მესის, ანდრეს ინიესტასა და კრიშტიანო რონალდოს შორის უნდა გაეკეთებინა.

გერმანული ჟურნალის, "კიკერის" მიერ უეფასთან ერთად ორგანიზებულ გამოკითხვაში ყველაზე მეტი, 19 ხმა მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონმა ინიესტამ მიიღო. 28 წლის ანდრესმა მესისა (17) და რონალდოს (ასევე 17) მხოლოდ 2-2 ხმით აჯობა.

"ამ ტროფეის მოგება ჩემთვის უდიდესი პატივია. მადლობა ყველას, ვინც ხმა მომცა", - განაცხადა ინიესტამ დაჯილდოების შემდეგ.

ევროპის სპორტული მედიის გაერთიანების პრეზიდენტმა რაინერ ჰოლცშუმ კი, რომელიც "კიკერის" გამომცემელია, თავის გუნდს გადაუხადა მადლობა.

საკლუბო დონეზე ინიესტას დიდი ვერაფერი სეზონი ჰქონდა - "ბარსელონა" ჩემპიონთა ლიგას ნახევარფინალში, "ჩელსისთან" ორრაუნდიანი დუელის შედეგად გამოეთიშა, ესპანეთის ჩემპიონატში კი მეორე ადგილს დასჯერდა.

სამაგიეროდ, ინიესტამ ესპანეთის ნაკრებში გაიბრწყინა და ევროპის ჩემპიონობა, პირველ რიგში, სწორედ მისი დამსახურებაა.

ასევე იხილეთ:
ჩემპიონთა ლიგა ჩემპიონებს არ სწყალობს! - ჯგუფური ეტაპის წილისყრა და კალენდარი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული