ალესანდრო დელ პიეროს "სიდნეიში" 5 სექტემბერს წარადგენენ

AutoSharing Option
აშშ, რუსეთი, არაბეთის გაერთიანებული საემიროები, ყატარი, ჩინეთი, კანადა, იაპონია, უზბეკეთიც - აი, იმ ქვეყნების ჩამონათვალი, სადაც ცნობილი ფეხბურთელები კარიერის ბოლო წლებში ერთობიან და ბევრ ფულს შოულობენ ხოლმე. ავსტრალიაში კი არცერთი სუპერვარსკვლავი არ წასულა!..

პირველი ალესანდრო დელ პიერო იქნება - ლეგენდარულმა "იუვენტინომ" უარი უთხრა "სიონს", "საუთჰემპტონს", "სელტიკს", "ბრაგას", "ტოტენჰემს" და ბოლოს "ლივერპულში" გადასვლაზეც უარი თქვა, რაც ყველასათვის გასაგები მიზეზით ახსნა - არ მინდა, ოდესმე "იუვენტუსის" წინააღმდეგ თამაში მომიხდესო.

...და ალექსმა არჩევანი "სიდნეიზე" შეაჩერა - ავსტრალიელებს 4 სექტემბერს შეხვდა და დათანხმდა. "სიდნეი"
დელ პიეროს ოფიციალურად 5 სექტემბერს წარადგენს.

ინგლისური და იტალიური მედიის ინფორმაციით, ალექსს "სიდნეიში" სულაც არ ექნება ზღაპრული ხელფასი - სეზონში მხოლოდ 1 600 000 ევროს მიიღებს.

დელ პიეროს ოფიციალურ ვებგვერდზე გუშინ გვიანობამდე მხოლოდ ეს ეწერა: "ერთი სიყვარული. 12 სექტემბერი, 1993 - 20 მაისი, 2012." ეს ის 19-წლიანი ერაა, რომელიც დელ პიერომ "იუვეს" მიუძღვნა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული