“ელ მუნდო დეპორტივოს” ცნობით, კატალონიური გუნდი “მონპელიეს” ცენტრალური მცველის, მაპუ იანგა-მბივას შეძენით არის დაინტერესებული. “ბარსელონას” ხელმძღვანელობას ფრანგული გუნდის კაპიტანზე დასაკვირვებლად, “მონპელიე”-“არსენალის” მატჩზე, სკაუტები ჰყავდა მივლენილი. როგორც ჩანს, “ბარსას” წარმომადგენლები ნანახით კმაყოფილები დარჩნენ და “ბლაუგრანას” ხელმძღვანელობამ 23 წლის ფეხბურთელის შეძენა გადაწყვიტა.
შეგახსენებთ, რომ იანგა-მბივას შეძენა მთელი ზაფხულის განმავლობაში “მილანს” სურდა და თითქოს ტრანსფერსაც წინ არაფერი ედგა. “როსონერი” ახალგაზრდა ფეხბურთელის სამსახურით დღემდე არის დაინტერესებული, თუმცა ახლა “მილანს” “ბარსას” სახით სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდა.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"