ზიდანის მიერ მარკო მატერაცისთვის 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში თავის ჩარტყმა სკულპტორ აბელ აბდესემედისთვის შთაგონების წყაროდ იქცა.
ბრინჯაოს 5 მეტრის სიმაღლის ქანდაკება "ჟორჟ პომპიდუს ხელოვნებისა და კულტურის ეროვნულ ცენტრში" დაიდგა.
გამოფენა, რომლის შემადგენელი ნაწილიც არის ეს ძეგლი, პარიზში 3 ოქტომბერს გაიხსნება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"