ოლეგ ბლოხინს ნიკოლაი პავლოვი შეცვლის!

AutoSharing Option
27 სექტემბერს გადაწყდა, რომ 12 და 16 ოქტომბერს გასამართი ოფიციალური მატჩების (მოლდოვასთან და მონტენეგროსთან) შემდეგ უკრაინის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ოლეგ ბლოხინი პოსტს დატოვებს და მხოლოდ კიევის „დინამოს“ თავკაცის თანამდებობაზე დარჩება. შეგახსენებთ, რომ ბლოხინი კიევურ გრანდში ახლახან დაინიშნა და იქ „შახტართან“ მარცხის შემდეგ გათავისუფლებული იური სიომინი შეცვალა.

გარკვეულია ისიც, თუ ვინ შეცვლის ბლოხინს უკრაინის ნაკრებში: ეს 58 წლის სპეციალისტი ნიკოლაი პავლოვი იქნება, რომელიც ბოლოს მარიუპოლის „ილიჩევეცს“ წვრთნიდა. აღსანიშნავია, რომ უკრაინის ფეხბურთის ფედერაციას გაშვება თავად ბლოხინმა სთხოვა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული