თურქეთის ჩემპიონ „გალათასარაის“ კაკას გადაბირება ზაფხულშიც სურდა, მაგრამ ვერ მოახერხა. ახლა თურქული გრანდის პრეზიდენტმა ეს თემა კიდევ ერთხელ წამოსწია წინა პლანზე - უნალ აისალმა თქვა, რომ თუ „გალათასარაი“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპს გადალახავს, ზამთარში ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ბრაზილიელი „რეალიდან“ „გალაში“ გადაიყვანოს.
„ცხადია, ფანებს ვერაფრის გარანტიას ვერ მივცემ, მაგრამ იმას კი დავპირდები, რომ თუ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში გავაღწევთ, ამ ტრანსფერისთვის არაფერს დავიშურებ და ყველანაირად ვეცდები, რომ კაკამ „გალათასარაის“ ფორმა მოირგოს,“ - უთხრა აისალმა ჩვენს თურქ კოლეგებს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
12:33 28-09-2012
"გალას" პრეზიდენტი: კაკაზე ვფიქრობ!
AutoSharing Option
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული