გარდა ყველასთვის ცნობილი მოთამაშეებისა, რანგით მეორე ევროტურნირზე ახალგაზრდა, პერსპექტიული ფეხბურთელებიც მოიძებნებიან, რომლებსაც ჯერ საყოველთაოდ ცნობილნი არ არიან, მაგრამ მათ უკვე ბევრი სპეციალისტი აქცევს ყურადღებას.
მოდი, ერთად გავეცნოთ იმ მოთამაშეებს, რომლებიც შესაძლოა წლევანდელი ევროპალიგის აღმოჩენებად იქცნენ...
ვლად კირიკეში (სტიაუა)
ვლად კირიკეშმა ახალგაზრდულ ასაკში "ბენფიკას" მიაშურა, თუმცა იქ თავი ვერ გამოიჩინა და ისევ სამშობლოში დაბრუნდა. აქედან მოყოლებული მისი საქმეები კარგად მიდის.
22 წლის ცენტრალურმა მცველმა საფრანგეთის, იტალიის და ესპანეთის კლუბების
კლუბის ექსცენტრიულმა პრეზიდენტმა, ჯიჯი ბეკალიმ ახალგაზრდა ფეხბურთელს ცეცხლის ფასი დაადო.
კირიკეში ცენტრალური მცველისთვის საკმაოდ ტექნიკურია და ის შესანიშნავად კითხულობს თამაშს.
ხონათან კრისტალდო (მეტალისტი)
"ველესში" თამაშის პერიოდში კრისტალდო არგენტინის ერთ-ერთ ყველაზე ნიჭიერ მოთამაშედ მიიჩნეოდა, თუმცა შემდეგ მას ჩავარდნის პერიოდი დაუდგა, რომელიც იქამდე გაგრძელდა, სანამ ფორვარდი ხარკოვში არ გადავიდა.
23 წლის არგენტინელმა პირველივე სეზონში 10 გოლი გაიტანა და ბრაზილიელ კლეიტონ შავიერთან ერთად ძლიერი შემტევი დუეტი შექმნა.
სამშობლოს დატოვების შემდეგ, ხონათან კრისტალდომ აშკარად მოუმატა და უკვე წამყვანი ჩემპიონატების მონაწილე გუნდების ყურადღებაც მიიპყრო.
ალეკსანდერ დრაგოვიჩი (ბაზელი)
21 წლის მცველი უკვე 4 წელია "ბაზელის" ძირითადი შემადგენლობის წევრია. გარდა ამისა, მას უკვე რეგულარულად იძახებენ ავსტრიის ნაკრებში.
როგორც გაზეთები იუწყებიან, შვეიცარიის ორგზის ჩემპიონით "არსენალი", დორტმუნდის "ბორუსია" და მილანის "ინტერი" არიან დაინტერესებულნი.
ჟულიანო (დნიპრო)
შემტევი ნახევარმცველი 2010 წლის ლიბერტადორესის თასის მომგები "ინტერნასიონალის" ერთ-ერთი ლიდერი იყო. ჟულიანო იმ ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს, რაც გასაკვირი არ არის, მან ხომ 6 გოლი გაიტანა, იქიდან 2 ფინალურ მატჩებში.
22 წლის მოთამაშე ძალიან სწრაფია, კარგად გრძნობს თამაშის რიტმს და მოედნის კარგი ხედვით გამოირჩევა. გარდა ამისა, მან ამ სეზონში გოლების გემოც გაიხსენა და უკრაინის პირველობის 9 თამაშში თავი 5-ჯერ გამოიჩინა.
ლორენცო ინსინიე (ნაპოლი)
ლორენცო ინსინიე "ნაპოლიში" ესეკილ ლავეცის შესაცვლელად დაბრუნდა. ახალგაზრდა მოთამაშე, ბოლო ორი წლის განმავლობაში, "ფოჯაში" და "პესკარაში" იყო განათხოვრებული.
21 წლის ფეხბურთელმა "ფოჯაში" 18, ხოლო "პესკარაში" 19 გოლი გაიტანა და ამ უკანასკნელის სერია ა-ში დაწინაურებაში დიდი წვლილი შეიტანა.
ინსინიეს 11 სექტემბერს იტალიის ეროვნულ ნაკრებში, მალტის წინააღმდეგ ჰქონდა დებიუტი.
ლუის მურიელი (უდინეზე)
21 წლის ფეხბურთელი "უდინეზეს" ჯერ "გრანდაში", შემდეგ კი "ლეჩეში" ჰყავდა განათხოვრებული.
კოლუმბიელმა შარშან მართლაც შთამბეჭდავად ითამაშა, 7 გოლიც გაიტანა და უდინელებს მის დაბრუნებაზე ბევრი არც უფიქრიათ.
ლუის მურიელი სწრაფი და ტექნიკური ფორვარდია, რომელიც განსაკუთრებით ეფექტური მაშინ არის, როდესაც ცვლილებაზე გამოდის, ანუ როდესაც მეტოქე ცოტათი დაღლილია.
ლუსიანო ნარსინგი (პსვ ეინდჰოვენი)
ახალგაზრდა ფეხბურთელმა შარშან "ჰერენვენში" იმდენად კარგად ითამაშა, რომ ის ბერტ ვან მაარვიკმა ევრო 2012-ზე წაიყვანა, ხოლო "პსვ ეინდჰოვენმა" 4.5 მილიონ ევროდ შეიძინა.
"აიაქსის" აღზრდილი წინა სეზონში ერედივიზიეს საუკეთესო ასისტენტი გახდა. სწრაფი გარემარგბისგან წელსაც საკმაოდ ბევრს ელიან.
კონსტანტინ რაუში (ჰანოვერი)
რუსეთში დაბადებული კონსტანტინ რაუში "ჰანოვერის" ერთ-ერთ წამყვან ფეხბურთელად ყალიბდება, რაშიც ძალიან დიდი წვლილი მირკო სლომკას მიუძღვის.
22 წლის მოთამაშემ ახალგაზრდულ ნაკრებში უკვე ითამაშა, ახლა კი ბევრი ვარაუდობს, რომ რაუში ეროვნულ გუნდშიც იმსახურებს გამოძახებას.
თუ მან ასე გააგრძელა, შორს ნამდვილად არ არის ის დღე, როდესაც მასთან იოახიმ ლიოვი დარეკავს.
გიოკჰან თიორე (რუბინი)
გერმანიაში დაბადებული თურქი ფეხბურთელი ფართო საზოგადოებამ "ჰამბურგიდან" გაიცნო.
თიორე "ჩელსიმ" აღმოაჩინა, თუმცა ფეხბურთელმა ლონდონში თავი ვერ დაიმკვიდრა და ჩრდილოეთ გერმანიაში გადაბარგდა, საიდანაც ამ სეზონის დაწყების წინ, მწვრთნელთან კონფლიქტის გამო, 5 მილიონ ევროდ ყაზანის "რუბინში" გაყიდეს.
20 წლის ფეხბურთელს ნამდვილად შესწევს იმის უნარი, რომ გუნდის ერთ-ერთი ლიდერი გახდეს.
ვალენტინ ვიოლა (სპორტინგი)
21 წლის ფეხბურთელი ლისაბონურ გუნდში მშობლიური "რასინგიდან" გადავიდა.
ვიოლას პორტუგალიაში ჩასვლა დაუგვიანდა, რადგან არგენტინის თასის ფინალში "ბოკასთან" თამაში სურდა.
მიუხედავად იმისა, რომ ის არგენტინაში "მომავალ მარადონად" არასდროს მიიჩნეოდა, ვალენტინისგან "სპორტინგში" ძალიან ბევრს ელიან. ფორვარდი, როგორც თითქმის ყველა არგენტინელი, ძალიან ტექნიკური და სწრაფია.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"