"ლოს ანჯელეს გელექსი" თითქმის ფინალშია

AutoSharing Option
აშშ-ში, კონფერენციების ფინალების პირველი მატჩები გაიმართა. ჰიუსტონში, "დინამომ" "დი სი იუნაიტედს" უმასპინძლა და 3:1 მოუგო.

თავიდან დაწინაურება სტუმრებმა მოახერხეს - გოლი "რედ ბულსთან" მატჩის გმირმა, ნიკ დელეონმა გაიტანა, მაგრამ აშშ-ს 4-გზის ჩემპიონმა უპირატესობა ვერ შეინარჩუნა და 3 გოლი გაუშვა. საპასუხო შეხვედრა, ერთ კვირაში, ვაშინგტონში გაიმართება.

მოქმედმა ჩემპიონმა, "ლოს ანჯელეს გელექსიმ", რომელმაც წინა ეტაპზე რეგულარული სეზონის გამარჯვებული "სან ხოსე ერთქვეიქსი" დაამარცხა, "სიეტლ საუნდერსს" უმასპინძლა და დიდი ანგარიშით მოუგო.

"სან ხოსესთან" საპასუხო მატჩში, რომელშიც "გელექსიმ" ასევე 3 გოლი გაიტანა, თავი რობი კინმა
(დუბლი) და მაიკ მაგიმ გამოიჩინეს. გოლები ამჯერადაც იმავე ფეხბურთელებმა გაიტანეს, თანაც ზუსტად იგივე თანმიმდევრობით. თითო საგოლე პასი ლენდონ დონოვანმა და კრისტიან ვილჰელმსონმა ჩაიწერეს.

მიუხედავად იმისა, რომ "ჰიუსტონ დინამო" აღმოსავლეთ კონფერენციაში მეხუთე ადგილზე გავიდა, ხოლო "ლოს ანჯელეს გელექსი" მეოთხეზე და ორივეს პლეი ოფის წინასწარ ეტაპზე მოუწია თამაში, დიდი შანსია, რომ "ემ-ელ-ეს"-ის ფინალში სწორედ ეს გუნდები ვიხილოთ.

აშშ. MLS. პლეი ოფი. კონფერენციების ფინალი. პირველი მატჩები
ჰიუსტონი-დი სი იუნაიტედი 3:1
გოლები: 0:1 დელეონი (27), 1:1 ენო (63), 2:1 ბრუინი (68), 3:1 სარკოდიე (81).

ლოს ანჯელესი-სიეტლი 3:0
გოლები: 1:0 რობი კინი (45), 2:0 მაგი (64), 3:0 რობი კინი (67).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული