ჯენარო გატუზო: ზლატან იბრაჰიმოვიჩი ნამდვილი სატანაა

AutoSharing Option
"მილანის" ყოფილმა მოთამაშე ჯენარო გატუზომ, რომელიც ამჟამად "სიონის" ღირსებას იცავს, გუნდში თავის ყოფილ პარტნიორზე, ზლატან იბრაჰიმოვიჩზე აზრი გამოთქვა.

"ზლატანი - არაჩვეულებრივი ფეხბურთელია, როგორც ტექნიკური, ისე მენტალური თვალსაზრისით. მას გამარჯვებულის ხასიათი აქვს, მხოლოდ მოგებაზე ფიქრობს და სხვა შედეგი ვერც წარმოუდგენია.

იბრაჰიმოვიჩი - ნამდვილი სატანაა და ამაშია მთელი მისი ძალა. ერთადერთი, რაც მას აკლია, ჩემპიონთა თასია. სანამ მას ხელში არ დაიჭერს, მსოფლიო მას საკადრისად არ აღიარებს",
- ამბობს გატუზო.

შეგახსენებთ, რომ ამჟამად შვედი ფორვარდი პსჟ-ის ღირსებას იცავს, რომელიც ჩემპიონთა ლიგის  A ჯგუფში
მეორე პოზიციას იკავებს და ლიდერ "პორტუს" 1 ქულით ჩამორჩება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული