ზლატან იბრაჰიმოვიჩი შვედეთში საუკეთესოდ მეშვიდედ აღიარეს

AutoSharing Option
ეს ისედაც ცხადი იყო, მაგრამ მაინც: შვედეთის წლის საუკეთესო ფეხბურთელად ზლატან იბრაჰიმოვიჩი აღიარეს. იბრამ ეს წოდება ზედიზედ მეექვსედ, საერთო ჯამში კი მეშვიდედ დაიმსახურა.

31 წლის თავდამსხმელის მორიგი წარმატება აბსოლუტურად ლოგიკურია, რადგან "მილანიდან" პსჟ-ში გადასვლის შემდეგ უფრო უკეთესად ათამაშდა.

მართალია, ზლატანის საფეხბურთო შესაძლებლობებში ეჭვი ისედაც არავის ეპარებოდა, მაგრამ პსჟ-ში შვედი გოლეადორი მართლაც შესანიშნავად თამაშობს.

იბრას საფრანგეთის პირველობაზე 10 ტურში 10 გოლი აქვს გატანილი, ხოლო ჩემპიონთა ლიგაში, ამას წინათ ზაგრების "დინამოსთან" 4:0-ზე მოგებულ შეხვედრაში, ოთხივე გოლი მისი პასით გავიდა. გარდა ამისა, წელს
იბრამ ევროპის ჩემპიონატზეც შესანიშნავად იასპარეზა - მართალია, შვედეთის ნაკრები შერცხვა, მაგრამ ზლატანი გამორჩეული იყო.

"ეს იმას ნიშნავს, რომ 2012 წელსაც ძალიან კარგად ვითამაშე. მეც ასე ვფიქრობ," - განაცხადა შვედეთის ნაკრების კაპიტანმა. მასთან ერთად, სკანდინავიელებმა შვედური ფეხბურთისთვის გაწეული ღვაწლისთვის ნაკრების ყოფილი ლიდერი ფრედრიკ ლიუნგბერგიც დააჯილდოვეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული