თანაც, მატჩის წინ ჰოლანდიელთა თავკაცმა ლუის ვან გაალმა ბევრი ისაუბრა იმაზე, რომ მის ხელში გუნდი ისევ შემტევ, ტიპურ ჰოლანდიურ ფეხბურთს თამაშობს, მაგრამ ოთხშაბათს ასეთი ვერაფერი ვნახეთ და თანაც, "ამსტერდამ არენამ" ლუისს და მის გუნდს უსტვინა და გარდა ამისა, ვან გაალს კიდევ ერთი პრობლემა გამოუჩნდა.
ჩვენმა გუნდმა რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელის გარეშე დარჩენილ გერმანიასთან შიშნარევი ფეხბურთი
"ამსტერდამ არენას" პუბლიკაც იმედგაცრუებული იყო - მატჩის მიწურულს ვან გაალისა და მისი გუნდის მისამართით სტვენა ისმოდა და თავად ლუისიც ნირწამხდარი ჩანდა.
ეს ლოგიკურიცაა, რადგან მატჩის წინ ვან გაალმა ყველას კიდევ ერთხელ შეახსენა, "ბაიერნს" შემტევი ფეხბურთი მე ვასწავლე, მაგრამ კლუბის ბოსებმა ეს არ დამიფასესო და ცხადია, ძალიან უნდოდა, ამ შეხვედრაში გაეცა პასუხი რეკორდმაისტერის პრეზიდენტ ული ჰიონესისთვის, რომელსაც "ბაიერნიდან" წამოსვლის შემდეგაც არაერთხელ დაუპირისპირდა.
ჰუნტელაარი გაბრაზებულია
შეხვედრის წინ ვან გაალმა ლიოვისკენაც გაისროლა - იოახიმი დიდი მწვრთნელი არ არის, რადგან ჯერ არცერთი ტიტული არ მოუგიაო. სიტყვას საქმე კი ვერ მოაყოლა: ძირითად შემადგენლობაში გამწესებული ფეხბურთელების გვარებით თუ ვიმსჯელებთ, ჰოლანდიას შემტევი და თვალსასეირო ფეხბურთი უნდა ეთამაშა, მაგრამ "ნარინჯისფერებს" არაფერი გამოუვიდათ - ბუნდესგუნდის კართან მომენტების შექმნა ვერ მოახერხეს.
ვან გაალის ბიჭებს ბურთი იშვიათად ჰქონდათ და როცა ჰქონდათ, თითქოს არ იცოდნენ, რა გაეკეთებინათ.
"მაყურებლების სტვენა მისაღებია, რადგან ვერაფერი გავაკეთეთ იმისათვის, რომ მათ არ მოეწყინათ," - თქვა საფინალო სასტვენის შემდეგ არიენ რობენმა.
ყოველივე ზემოთქმულის ფონზე, ჰოლანდიის ნაკრების 61 წლის დამრიგებელს ოთხშაბათის შემდეგ ახალი პრობლემა აქვს: რობინ ვან პერსი გერმანიასთან მატჩს ტრავმის გამო დააკლდა და მიუხედავად ამისა, ლუისმა კლაას-იან ჰუნტელაარი მაინც არ ათამაშა.
სასტარტოში ცენტრფორვარდად დირკ კუიტი გაამწესა, ჰუნტელაარი კი ბოლომდე სკამზე დატოვა, რამაც შალკელის გაბრაზება გამოიწვია - მან მოედანიც და სტადიონიც უსიტყვოდ დატოვა. ვან გაალმა თქვა, ჰუნტელაარი იმიტომ არ ვათამაშე, რომ ფორმაში არააო და ფაქტია, რომ კლაას-იანს არც ეს განცხადება მოეწონებოდა...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"