კარლ-ჰაინც რუმენიგე მიშელ პლატინის იდეას აკრიტიკებს

AutoSharing Option
მიშელ პლატინი ევროპალიგის გაუქმებაზე და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე 64 კლუბის შეყვანაზე ფიქრობს.

ეს ინფორმაცია თვით უეფა-ს პრეზიდენტმა მიშელ პლატინიმ დაადასტურა, მაგრამ იქვე თქვა, ჯერ არაა გარკვეული, როდის უნდა მივიღოთ გადაწყვეტილებაო.

29 ნოემბერს ამ საკითხს მიუნხენის "ბაიერნის" პრეზიდენტი კარლ-ჰაინც რუმენიგე კრიტიკულად გამოეხმაურა.

"ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ მივემხრობით იმ იდეას, რომლის მიხედვითაც, ჩემპიონთა ლიგაში რაოდენობა ხარისხის ხარჯზე უნდა გაიზარდოს.

ჩვენ არ ვეთანხმებით ევროპალიგის გაუქმების იდეას და კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით ჩემპიონთა ლიგაში გუნდების რაოდენობის გაზრდას,"
- განაცხადა რუმენიგემ მოსკოვში, ევროპის კლუბების ასოციაციის (ECA)
სხდომაზე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული