შინჯი კაგავა აზიის საუკეთესოა

AutoSharing Option
AFC-მ იაპონელი შინჯი კაგავა აზიის წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა.

"მანჩესტერ იუნაიტედის" შემტევმა ნახევარმცველმა უკან მოიტოვა თანამემამულე იუტო ნაგატომო (მილანის "ინტერი") და ავსტრალიელი მეკარე მარკ შვარცერი (ფულჰემი).

შეგახსენებთ, რომ 2012 წელს 23 წლის კაგავამ დორტმუნდის "ბორუსიასთან" ერთად გერმანიის ჩემპიონობა იზეიმა და გერმანიის თასიც მოიგო, ზაფხულში კი "მანჩესტერში" გადაბარგდა.

ამჟამად კაგავა ტრავმირებულია - 23 ოქტომბერს, "ბრაგასთან" ჩემპიონთა ლიგის მატჩში (3:2) დაშავდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული