და არგენტინელმა გენიოსმაც ლა ლიგის ბოლო ტურში, "ბეტისთან" შეხვედრაში დუბლი შეასრულა, რითაც გერმანელის შედეგი გააუმჯობესა.
და სწორედ მაშინ, როდესაც მესის თაყვანისმცემლები ქუდებს ჭერში ისროდნენ, ზამბიის ფეხბურთის ფედერაციამ შოკისმომგვრელი განცხადება გამოაქვეყნა.
განცხადებიდან ირკვევა, რომ მესის რეკორდი არ დაუმხია, რადგან მიულერის 1972 წელს ნაჩვენები შედეგი - 85 გოლი არ ყოფილა საუკეთესო საუკეთესოთა შორის.
ზამბიელთა თქმით,
"ჩვენ სპეციალური კომისია უკვე შევქმენით, რომელსაც საარქივო მონაცემების გადამოწმება დაევალა. შედეგებს აფრიკის ფეხბურთის კონფედერაციასა და ფიფას მოვაწვდით, - ნათქვამია ზამბიის ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლის, მაიკლ მვაპეს განცხადებაში. - ჩვენ დავამტკიცებთ, რომ არც მესი და არც მიულერი არ არიან ჭეშმარიტი რეკორდსმენები".
რაც შეეხება ზამბიელ ბომბარდირს, ჩიტალუ ქვეყნის საუკეთესო ფეხბურთელად ხუთჯერ დასახელებულა, კარიერა კი 1982 წელს დაუსრულებია. გოდფრი დღეს ცოცხალი აღარაა - ის 45 წლის ასაკში ავიაკასტროფაში დაიღუპა.
მომზადებულია Globoesporte.globo.com-ის მიხედვით
ასევე იხილეთ:
ესპანეთი. ლა ლიგა. XV ტურის შეჯამება და სიმბოლური ნაკრები
კაცი, რომელმაც მსოფლიოს რეკორდი დაამყარა
ლიონელ მესის 2012 წელს გატანილი 86 გოლი! [VIDEO]