900 - მატჩი "მანჩესტერ იუნაიტედის" შემადგენლობაში. თებერვალში, "იუნაიტედში" დებიუტიდან 7666 დღის შემდეგ, რაიან გიგზმა საიუბილეო მატჩი "ნორვიჩთან" გამართა და არბიტრის მიერ დამატებულ დროში გამარჯვების მომტანი გოლიც გაიტანა (2:1). სხვათაშორის, ასეთი რამ უელსელმა კარიერაში პირველად შეძლო.
310 - ზედიზედ ჩატარებული მატჩი პრემიერლიგაში. ბრედ ფრიდელის ასეთი საოცარი სერია, ოქტომბერში ანდრე ვილაშ-ბოაშის უცნაურმა გდაწყვეტილებამ დაასრულა.
პორტუგალიელმა, ვეტერანი ამერიკელი
41 წლის კიპერის სერია 2003/04 წლების სეზონში დაიწყო. ფრიდელმა, ამ პერიოდში სამ სხვადასხვა კლუბში ითამაშა ("ბლექბერნი", "ასტონ ვილა" და "ტოტენჰემი").
91 - გოლი ერთი წლის მანძილზე. სწორედ ამდენი გოლი გაიტანა ლიონელ მესიმ 2012 წელს. დეკემბრის დასაწყისში, არგენტინელმა გერდ მიულერის მიერ დამყარებული რეკორდი (1972 წელს - 85 გოლი) გააუმჯობესა.
Video
ლიონელ მესის 86 გოლი 2012 წელს
ლიონელ მესის 86 გოლი 2012 წელს
სხვა უამრავ რეკორდთან ერთად, წელს მესის ორი გამორჩეული მიღწევაც ჰქონდა: არგენტინელი "ბარსელონას" საუკეთესო ბომბარდირი გახდა, როგორც ყველა ტურნირზე გატანილი გოლების მიხედვით, ასევე პრიმერა დივიზიონში.
და ეს ყველაფერი მხოლოდ 24 წლის ასაკში...
82 - "მშრალი" მატჩი ესპანეთის ნაკრებში. ამდენჯერ შეძლო იკერ კასილიასმა "ფურია როხას" რიგებში კარის მშრალად შენახვა.
ჯერ კიდევ მაისში, ესპანელმა ედვინ ვან დერ სარის (72 "მშრალი" მატჩი ნაკრებში) მსოფლიო რეკორდი გააუმჯობესა, ხოლო ოდნავ მოგვიანებით, "რეალის" კიპერმა "ფურია როხასთან" ერთად 95-ე გამარჯვება მოიპოვა და ამ მხრივ უკვე ლილიან ტურამს აჯობა.
39 - წლის განმავლობაში, ოკეანეთის თასს ორი გამარჯვებული ჰყავდა: ავსტრალია და ახალი ზელანდია. ივნისში კი ოკეანეთის ჩემპიონატი ტაიტიმ მოიგო და 2013 წლის ზაფხულში კონფედერაციათა თასზე თამაშის უფლება მოიპოვა.
ტაიტელებმა ტურნირის მიმდინარეობისას სულ 20 გოლი გაიტანეს, რომეთაგანაც 15 საკუთარ ანგარიშზე ტეჰაუს ოჯახის წარმომადგენლებმა ჩაიწერეს. ტაიტის ნაკრებში სამი ძმა (ჯონათანი, ლორენცო და ალვენი) და მათი ბიძაშვილი (ტეაონუი) თამაშობს.
31 - გაშვებული ბურთი. რუმინეთის მეორე დივიზიონის გუნდმა, "ბუფტეამ", მესამე დივიზიონში მოთამაშე "ბერჩენისთან", რუმინეთის თასზე 0:31 წააგო. სექტემბერში დაფიქსირებული ეს შედეგი სარეკორდოა რუმინეთისთვის.
29 - წამი იყო გასული ფინალური მატჩის დაწყებიდან, როდესაც ორიბე პერალტამ ბრაზილიის ნაკრების კარში გოლი გაიტანა.
"სანტოს ლაგუნას" ფორვარდი, ფიფას მიერ ორგანიზებული ტურნირების ფინალებში, ყველაზე სწრაფი გოლი ავტორი გახდა. პერალტამ მოგვიანებით მეორე გოლიც გაიტანა და გახდა მხოლოდ მერვე ფეხურთელი, ვინც ფინალში დუბლი შეასრულა. საბოლოოდ, მექსიკამ ბრაზილიას 2:1 მოუგო და ოქროს მედლებს დაუეფლა.
23 - გოლი და 15 ფრე. ასეთი შედეგის წყალობით, "იუვენტუსი" გახდა პირველი გუნდი, ვინც 20-გუნდიან სერია ა-ში სეზონი დაუმარცხებლად განვლო. გარდა ამისა, "ბებერმა ქალბატონმა" ყველაზე ცოტა, მხოლოდ 20 გოლი გაუშვა და 4-ით გააუმჯობესა "მოდენას" (1946/47), "იუვენტუსის" (2005/06) და "მილანის" (2010/11) რეკორდი.
16 - წლის და 98 დღის იყო "მალაგას" ფორვარდი ფაბრის ოლინგა, როდესაც აგვისტოში "სელტას" კარში გოლი გაიტანა და ლა ლიგის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა გოლის ავტორი გახდა.
კამერუნელმა ფეხბურთელმა, იკერ მუნიაინის რეკორდი გააუმჯობესა - ბასკმა, თავის დროზე (2009 წელს), ლა ლიგაში სადებიუტო გოლი 16 წლის და 289 დღის ასაკში გაიტანა.
16 -გოლი გაიტანა ლონდონის ოლიმპიადაზე ა.შ.შ.-ის ქალთა საფეხბურთო ნაკრებმა, რაც ისტორიაში საუკეთესო შედეგია. გარდა ამისა, კანადელმა კრისტინ სინკლერმა, ბომბარიდირის წოდება 6 ბურთით მოიპოვა, რაც ასევე საუკეთესო შედეგია.
ა.შ.შ.-ის ნაკრების კაპიტანი კრისტი რამპონი კი გახდა პირველი ფეხბურთელი (ორივე სქესს შორის), ვინც 4 ოლიმპიური მედლის მოგება შეძლო. რამპონის ანგარიშზე
3 ოქრო (2004, 2008, 2012) და 1 ვერცხლია (2000).
8 - გოლი, 8 შეხვედრაში "უემბლიზე". ასეთი შედეგით დაემშვიდობა "ჩელსის" დიდიე დროგბა. კოტ დივუარელი გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ინგლისის თასის ოთხ სხვადასხვა ფინალში შეძლო გოლი გატანა, მისმა "ჩელსიმ" კი "ლივერპულს" 2:1 მოუგო.
საინტერესია, რომ "ჩელსიმ" დროგბას ეპოქაში სულ 7 ინგლისურ ფინალში ითამაშა (4 თასზე და 3 ლიგის თასზე), რომელთაგანაც 6 მოიგო (4 თასზე და 2 ლიგის თასზე), კოტ დივუარელმა კი გოლის გატანა 7-ვე შემთხვევაში შეძლო. აი, ეს მატჩებიც:
2005 წელი, ლიგის თასის ფინალი: "ლივერპული"-"ჩელსი" 2:3 დ.დ. (დროგბამ 107-ე წუთზე ანგარიში 2:2 გახადა.
2007 წელი, ლიგის თასის ფინალი: "ჩელსი"-"არსენალი" 2:1 (დროგბამ დუბლი შეასულა).
2007 წელი, თასის ფინალი: "ჩელსი"-"მანჩესტერ იუნაიტედი" 1:0 დ.დ. (დროგბამ ერთადერთი გოლი 116-ე წუთზე გაიტანა).
2008 წელი, ლიგის თასის ფინალი: "ჩელსი"-"ტოტენჰემი" 1:2 დ.დ. (დროგბამ 39-ე წუთზე ანგარიში გახსნა).
2009 წელი, თასის ფინალი: "ჩელსი"-"ევერტონი" 2:1 (დროგბამ 21-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა).
2010 წელი, თასის ფინალი: "ჩელსი"-"პორტსმუთი" 1:0 (ერთადერთი გოლი დროგბამ 59-ე წუთზე გაიტანა).
2012 წელი, თასის ფინალი: "ჩელსი"-"ლივერპული" 2:1 (დროგბამ 52-ე წუთზე "ჩელსი" ორი ბურთით დააწინაურა).
ინგლისის თასის და ლიგის თასის ფინალებს, ჩემპიონთა ლიგის ორი ფინალური მატჩიც დავამატოთ (2008 წელი, მოსკოვი და 2012 წელი, მიუნხენი), სადაც 34 წლის ფეხბურთელმა გოლის გატანა მხოლოდ მოსკოვურ ფინალში ვერ შეძლო და მივხვდებით, რატომ არის დიდიე "არისტოკრატთა" ლეგენდა.
შევაჯამოთ: დიდიე დროგბამ "ჩელსის" რიგებში 9 ტურნირის ფინალში ითამაშა. 9-დან 8-ში მან გოლის გატანა შეძლო, "ჩელსიმ" კი 7 ფინალური მატჩი მოიგო. მართლაც საოცარი და საამაყო მიღწევაა.
5 - ევროპელი გამარჯვებული ზედიზედ. ევროპელთა დომინაცია "კორინთიანსმა" შეწყვიტა და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალში "ჩელსის", პაულო გერეროს ერთადერთი გოლის წყალობით მოუგო.
ბრაზილიური კლუბებს მსოფლიოს ჩემპიონატი 4-ჯერ აქვთ მოგებული, რაც საუკეთესო შედეგია.
4 - გოლიანი დეფიციტი აღმოფხვრა შვედეთმა გერმანიის ნაკრებთან და მატჩი ფრედ დაასრულა. ოქტომბერში გამართული ეს შეხვედრა ისტორიული გამოდგა, რადგან გერმანიის ნაკრების 108-წლიან ისტორიაში, ბუნდესგუნდს 4-ბურთიანი უპირატესობა ხელიდან არასდროს გაეშვა.
4 - უპასუხო ბურთი იტალიის ნაკრების კარში. ესპანეთის ნაკრებმა ამ მოგებით რამდენიმე რეკორდი დაამყარა:
1. ასეთი დიდი ანგარიში, არც მსოფლიოს და არც ევროპის ჩემპიონატის ფინალში არ დაფიქსირებულა.
2. ესპანეთის ნაკრებმა ზედიზედ მესამე დიდი ტურნირი მოიგო.
3. "ფურია როხა" გახდა პირველი ნაკრები, ვინც ევროპის ჩემპიონატის მოგება ზედიზედ ორჯერ შეძლო.
ფინალურ შეხვედრაში აშკარად გამოირჩეოდა ჩავი - კატალინიელმა 3 საგოლე პასი გააკეთა, რაც კიდევ ერთი რეკორდია.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"