სამაგალითო სიყვარულის დასასრული - 31 დეკემბერს რაფაელ ვან დერ ვაარტმა სილვის ხელი გაარტყა!

AutoSharing Option
საფეხბურთო ჰოლანდიის და გერმანიის ბუნდესლიგის სამაგალითო, ყველაზე გლამურული წყვილი, რაფაელ და სილვი ვან დერ ვაარტები ერთმანეთს შორდებიან.

"ჰამბურგის" 29 წლის გამთამაშებელი ცოლს 31 დეკემბერს, საახალწლო ღამეს ეჩხუბა - მოწმეთა მტკიცებით, სკანდალი ძალიან სერიოზული იყო.

ამბობენ, რაფაელმა სილვის ხელიც კი გაარტყაო! დარტყმის შედეგად სილვი იატაკზე დავარდნილა.

ეს ყველაფერი ვან დერ ვაარტების ახლო მეგობრებისა და ნათესავების თვალწინ, მათ სახლში, საახალწლო წვეულებაზე მოხდა. ვან დერ ვაარტებს ათი სტუმარი ჰყავდათ დაპატიჟებული.

"დიდი სისულელე ჩავიდინე, ნამდვილი იდიოტი ვარ! ძალიან ვწუხვარ, ასე არ უნდა მოვქცეულიყავი", -
აცხადებს რაფაელი "ბილდისთვის" მიცემულ ინტერვიუში.

გერმანულმა ტაბლოიდმა კომენტარი სილვისაც სთხოვა, რომელიც ამბობს:

"სამწუხაროდ, ბოლო დროს ერთმანეთს ვეღარ ვუგებდით და ჩვენი სამაგალითო სიყვარული ორმხრივ ტანჯვაში გადაიზარდა.

გაუცხოვების პროცესი შეუჩერებელი გახდა და ეს ყველაფერი ახალი წლის ღამეს დიდი განხეთქილებით დაგვირგვინდა"
.

რაფაელი და სილვი 2005 წელს დაქორწინდნენ, ერთი წლის შემდეგ კი ვაჟი დამიანი ეყოლათ. რაფაელი 2 იანვარს "ჰამბურგთან" ერთად აბუ დაბიში გაფრინდა, სადაც ჩრდილოგერმანული კლუბი 10 იანვრამდე მეორე წრისთვის მოსამზადებელ შეკრებას გაივლის.

ასევე იხილეთ:
ფეხბურთელების ყველაზე სექსუალური მეგობარი გოგონები და ცოლები 2012 წელს
აფერუმ ვან დერ ვაარტის ცოლს! (+VIDEO)
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული