დიდიე დროგბა კვლავ საუკუნის ბომბარდირია

AutoSharing Option
ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაცია ყოველწლიურად აახლებს 21-ე საუკუნის საუკეთესო მეგოლის რეიტინგს.

ამ რეიტინგში მხოლოდ საერთაშორისო გოლები შედის - ანუ გოლები, რომლებიც ფეხბურთელებს საკლუბო ევროთასებზე (ან ამერიკულ თასებზე) და ეროვნული ნაკრებების მაისურით ოფიციალურ მატჩებში გააქვთ.

2012 წლის დასრულების შემდეგ ფედერაციამ რეიტინგი კვლავ განაახლა. 21-ე საუკუნის მთავარი მეგოლე დიდიე დროგბაა - კოტდივუარელს 104 გოლი აქვს გატანილი ამ საუკუნეში. შემდეგ მოდიან მიროსლავ კლოზე (გერმანია) და ლეო მესი (არგენტინა) - 94-94 გოლით.

მთლიანად გაგაცნობთ მოწინავე ათეულს: 4. სამუელ ეტოო (კამერუნი) - 92;
5. რუუდ ვან ნისტელროი (ჰოლანდია) - 87; 6. ტიერი ანრი (საფრანგეთი) - 85; 7. კრიშტიანო რონალდო (პორტუგალია) - 84; 8. დავიდ ვილია (ესპანეთი) - 83; 9. რაულ გონსალესი (ესპანეთი) - 78; 10. ზლატან იბრაჰიმოვიჩი - 75; 10. ფლავიო და სილვა (ანგოლა) - 75.

ასევე იხილეთ:
"მილანი": დიდიე დროგბა თუ მარიო ბალოტელი?
დიდიე დროგბამ ყოფილ თანაგუნდელებს ბეჭდები აჩუქა
მკითხველის კომენტარები / 1 /
იმედია,მომავალი წლის რეიტინგში პირველ ადგილზე მესი იქნება.ის ხომ სულ 5-6 წელია რაც ძირითადში თამაშობს.
giorgi
13:29 04-01-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული