საფეხბურთო წინასწარმეტყველება: რა მოხდება 2013-ში

AutoSharing Option
ახალი წლის დადგომისთანავე საფეხბურთო საიტმა Goal.com-მა მომავალი 12 თვის წინასწარმეტყველება სცადა და საკმაოდ სახალისო სტატიაც შემოგვთავაზა.

მაშ ასე, დავიწყოთ...

იანვარი
1 იანვარი: "არსენალმა" წელი 33 ქულით, მეოთხე პოზიციაზე მყოფმა დაიწყო.

6 იანვარი:
ყველა ბრიტანული გაზეთი ერთხმად აღნიშნავს, რომ წელს დევიდ მოიესს "ევერტონში" პირველი ტიტულის მოგების შესანიშნავი შანსი აქვს.

ასოციაციის თასზე გამარჯვება მერსისაიდულ გუნდში 10-წლიანი მოღვაწეობის ლამაზი გვირგვინი იქნება.

7 იანვარი:
"ევერტონი" თასის მესამე ეტაპზე 2:1-ს აგებს "ჩელტენჰემთან" და გათამაშებას ეთიშება.

19 იანვარი:
დევიდ ბექჰემი იძულებულია უარყოს ჭორები მისი "მონაკოში" გადასვლის
შესახებ.

20 იანვარი:
დევიდ ბექჰემი იძულებულია უარყოს ჭორები მისი "პერთ გლორიში" გადასვლის შესახებ.

21 იანვარი:
დევიდ ბექჰემი იძულებულია უარყოს ჭორები მისი "მიდლსბროში" გადასვლის შესახებ.

"იქნებ მაინც "მონაკოში" გადავიდე", - ჩაიბუტბუტა ბექჰემმა პრესკონფერენციაზე შემორჩენილი ერთადერთი ჟურნალისტის გასაგონად.

31 იანვარი:
სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღე! მიუხედავად იმისა, რომ რობერტო მანჩინი მთელი თვის განმავლობაში ტრანსფერის შესაძლებლობას უარყოფდა, დანიელე დე როსი მაინც "მანჩესტერ სიტიში" გადავიდა.

ამასობაში "ლოფტუს როუდზე" ჰარი რედნაპმა იან მვილას, დიდიე დროგბას, პიტერ კრაუჩის, ჰეიდენ მალინსის, ჯეიმი რედნაპის, საკუთარი ძაღლის და ყველა იმ ადამიანის ტრანსფერი სრულყო, ვინც კონტრაქტის გაფორმება ზრდილობიანად სთხოვა.

ჟოზე ბოსინგვა, რომელიც ვერ გაყიდეს, ჩაის მიმტანობამდე დააქვეითეს.

თებერვალი
Sportall.Ge9 თებერვალი: არეულობა მადრიდის "რეალში". ჟოზე მოურინიომ სათადარიგო სკამზე ჩაბი ალონსო დატოვა და მის ნაცვლად ძირითადში "კანტერას" 16 წლის აღსაზრდელი დააყენა. "რეალმა" "სევილიასთან" 0:4 წააგო.

13 თებერვალი:
უცნაური სურათის მოწმენი გახდნენ "დონბას არენზე" შეკრებილი მაყურებლები: ლონდონის "ჩელსის" ფეხბურთელები "შახტარი"-"ბორუსიას" მატჩის წინ მოედანზე გასასვლელად ემზადებოდნენ.

"კი მაგრამ, ჩვენ ევროპის მოქმედი ჩემპიონები ვართ", - განწირული ხმით ყვიროდა ჯონ ტერი, როდესაც ის და მისი თანაგუნდელები მოედნიდან ძალის გამოყენებით გაჰყავდათ.

16 თებერვალი:
ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის პირველ შეხვედრაში მიუნხენის "ბაიერნის" დამარცხების შემდეგ (2:1), კარგ ხასიათზე მყოფი ლონდონის "არსენალი" ინგლისის ასოციაციის თასის მეხუთე ეტაპზე "ჩელტენჰემთან" 0:1-ს აგებს და ტურნირს ეთიშება.

ჟერვინიომ ბოლო წუთებზე ცარიელ კარს ბურთი სამი სანტიმეტრიდან ააცილა.

მარტი
2 მარტი: ემანუელ ადებაიორის მიერ ბოლო წუთზე გატანილი გოლის წყალობით, "ტოტენჰემმა" "არსენალს" 1:0 მოუგო.

ტოგოელმა ფორვარდმა "მეთოფეთა" ქომაგების ტრიბუნასთან მიირბინა და გატანილი გოლი მათ წინაშე იზეიმა. ანდრე ვილაშ-ბოაშმა კი ისე ხმამაღლა იყვირა, რომ მისი იოგები პირდაპირ საფეხბურთო მოედანზე აღმოჩნდა.

10 მარტი: გულშემატკივრებმა "სანტიაგო ბერნაბეუსთან" დიდი დემონსტრაცია მოაწყვეს, რისი მიზეზიც წინა დღეს ჟოზე მოურინიოს საქციელი გახდა. პორტუგალიელმა, "სელტასთან" წაგებული მატჩის დროს (1:5), ქარიმ ბენზემა მოედნის ცენტრში გაიყვანა და ფრანგს მთელი 2 წუთის განმავლობაში სილას ულაწუნებდა.

30 მარტი: კარლოს ტევესი "ნიუკასლთან" სამატჩო განაცხადში ვერ მოხვდა, რადგან მისივე თქმით: "დედა ლაზანიას აკეთებს".

აპრილი
11 აპრილი: "ლივერპულის" ერთ-ერთი თანამშრომელი "ენფილდის" შესასვლელში ენდი კეროლს წააწყდა, რომელიც იქ "ვესტ ჰემმა" იანვარში დატოვა. "ხურდა დაიტოვეთ" - ეწერა მაისურზე, რომელიც კეროლს ემოსა.

27 აპრილი: მადრიდის "რეალმა" პირველად, უხსოვარი დროიდან მოყოლებული, წააგო დერბი "ატლეტიკოსთან".

ჟოზე მოურინიომ ძირითად შემადგენლობაში სერხიო რამოსის ნაცვლად საკუთარი თავი გაამწესა. რამოსი სპეციალური დავალებით მთვარეზე გაგზავნეს, პორტუგალიელმა კი ფალკაოს საკუთარ საჯარიმოში უამრავი საგოლე პასი გაუკეთა.

საბოლოოდ, თამაში კრიკეტის ანგარიშით დასრულდა.

"მთავარი დამნაშავე მსაჯია", - განაცხადა მოურინიომ პრესკონფერენციაზე.

მაისი
11 მაისი: აუტსაიდერად მიჩნეულმა "ჩელსიმ" ასოციაციის თასის ფინალში გამარჯვება მოიპოვა. "არისტოკრატებმა", ფრენკ ლამპარდის ერთადერთი გოლის წყალობით "ჩელტენჰემ თაუნს" სძლიეს.

"უემბლის" ტრიბუნაზე "ჩელსის" ერთ-ერთმა გულშემატკივარმა რაფა ბენიტესის სახელის სკანდირება დაიწყო, მაგრამ ის უმოწყალოდ სცემეს.

19 მაისი: პრემიერლიგის ბოლო ტური. "სანდერლენდი" პირველი ტაიმის შემდეგ "ტოტენჰემს" 3:0-ს უგებდა, როდესაც პრემიერლიგის წამყვანმა გუნდებმა ლონდონელთა დასახმარებლად წამყვანი ფეხბურთელები ვერტმფრენებით გაგზავნეს.

საბოლოოდ რობინ ვან პერსიმ, ხუან მატამ და სერხიო აგუერომ 3-3 გოლი გაიტანეს, "ტოტენჰმემმა" კი 15:3 მოიგო და ბევრის გასახარად, "სანდერლენდი" პრემიერლიგიდან გავარდა.

19 მაისი: "სტემფორდ ბრიჯზე" მცირე საზეიმო განწყობაა. "ჩელსიმ" "მანჩესტერ იუნაიტედთან" არსებული 20-ქულიანი დეფიციტი აღმოფხვრა და ინგლისის ჩემპიონი გახდა. დაბნეული ქომაგი, რაფაელ ბენიტესის სახელის გამოცხადებისას, ტაშს განსაკუთრებული მონდომების გარეშე უკრავდა.

25 მაისი: მადრიდის "რეალმა" ჩემპიონთა ლიგა მოიგო. "სამეფო კლუბმა" ფინალში გლაზგოს "სელტიკი" გაანადგურა, 11:0. ჟოზე მოურინიო ფინალის დასრულებისთანავე გაათავისუფლეს.

ივნისი
Sportall.Ge6 ივნისი: რომან აბრამოვიჩის განცხადებით, გულშემატკივართა დიდი მხარდაჭერის გამო მან რაფაელ ბენიტესის კიდევ ერთი წლით დატოვება გადაწყვიტა.

18 ივნისი: მსოფლიოს 21-წლამდელთა ჩემპიონატზე ნიგერიის გამარჯვებას სკანდალი მოჰყვა. ფინალურ შეხვედრაში აფრიკელებმა, ობაფემი მარტინსის ჰეთთრიქის წყალობით, გაოგნებული ესპანეთის ნაკრები დაამარცხეს.

"ჩვენ მათ დავაჯარიმებდით, მაგრამ ნიგერია ჩვენს იურისდიქციაში არ არის", - განაცხადა უეფას წარმომადგენელმა.

"უნდა აღიაროთ, რომ გარემოების გათვალისწინებით, ნიგერიამ აბსოლუტურად დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა", - აღნიშნა აფრიკის ფეხბურთის კონფედერაციის წარმომადგენელმა.

ივლისი
1 ივლისი: "არსენალთან" კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ თეო უოლკოტმა "თეო უოლკოტ FC დააარსა და მასთან კონტრაქტი გააფორმა.

"მხოლოდ ასე თუ შევძლებ ცენტრფორვარდის პოზიციაზე რეგულარულად თამაშს", - განაცხადა პრეზენტაციაზე ფეხბურთელმა.

13 ივლისი: ჩემპიონატის ზედა 10-ეულში კიდევ ერთხელ ვერმოხვედრის შემდეგ ტონი პულისმა საზოგადოებას ნიკი ბატის, ნაიჯეკ უინტერბერნის და რობი ფაულერის ტრანსფერების შესახებ აუწყა.

"ჩვენ პრემიერლიგაში გამოცდილი ფეხბურთელები გვჭირდება", - განაცხადა უელსელმა.

აგვისტო
5 აგვისტო: "მილანში" გადასვლამდე ერთი დღით ადრე, მარიო ბალოტელიმ მანჩესტერში დაუვიწყარი გამოსამშვიდობებელი საღამო მოაწყო.

ნოელ გალაგერის ზურგზე შეხტომის შემდეგ, მარიო აჟიტირებულ პუბლიკას საკუთარი ცნობილი მაისური "რატომ ყოველთვის მე", ზარბაზნიდან ესროლა, ბოლოს კი, ამომავალი მზის და უიტნი ჰიუსტონის "I Will Always Love You"-ს ფონზე, მანჩესტერის ქუჩებში "Moonwalk"-ით გაისეირნა.

Sportall.Ge17 აგვისტო: "ჩელსიმ" ახალი სეზონის პირველ ტურში, სტუმრად "ტოტენჰემთან" 1:1 ითამაშა. რომან აბრამოვიჩმა რაფაელ ბენიტესი გააგდო.

24 აგვისტო: "სტემფორდ ბრიჯის" პუბლიკა ისე ხმამაღლა აგინებდა გუნდის ახალ მწვრთნელ გარი მეგსონს, რომ მზის სისტემის სიახლოვეს მყოფმა უცხოპლანეტელთა ხომალდმა უცნაური ხმა გაიგო და დედამიწისკენ გამოემართა.

მშვიდობიანად განწყობილი, განვითარებული რასის წარმომადგენლები, "უიგანის" და "სტოკის" მატჩის დაესწრნენ (0:0) და შეხვედრის დასრულების შემდეგ, ზიზღის გრძნობით განმსჭვალულნი, დედამიწიდან უკანმოუხედავად გაფრინდნენ.

31 აგვისტო: ზაფხულის ყველაზე გრძელი სატრანსფერო საგა დასასრულს მიუახლოვდა. "არსენალმა", "ლივერპულმა", "მანჩესტერ სიტიმ" და "ჩელსიმ", "სუონსის" ესპანელი ლეგიონერის, მიჩუს შეძენა ვერ მოახერხეს.

ფორვარდი 45 მილიონ ფუნტად მადრიდის "რეალმა" შეიძინა, მაგრამ 12 თვის შემდეგ, ისე რომ "სამეფო კლუბში" ერთი მატჩიც არ ჩაუტარებია, მიჩუ ისევ "სუონსიში" გაანათხოვრეს.

სექტემბერი
8 სექტემბერი: "ნორვიჩთან" მატჩის წინ, "მანჩესტერ სიტის" კარლოს ტევესი გამოაკლდა.

"ამ წამს გამახსენდა, რომ ტელევიზორში ჩემი საყვარელი სერალი გადის და ნამდვილად ვერ გამოვტოვებ", - განაცხდა სახლისკენ მიმავალმა არგენტინელმა.

Sportall.Ge27 სექტემბერი: EA Sports-მა Fifa 14-ის პრეზენტაცია მოაწყო.

ახალი ვერსიის ერთ-ერთი მთავარი დამატება, ტრიბუნებზე "ჩვენ გვჯერა არსენის" და "ვენგერი უნდა წავიდეს" ბანერების გამოჩენა გახლავთ, რაც დამოკიდებულია იმაზე, რამდენად კარგად თამაშობთ "არსენალით".

ოქტომბერი
12 ოქტომბერი: რომან აბრამოვიჩმა გარი მეგსონი გაათავისუფლა და მის მაგივრად, მთავარი მწვრთნელის პოსტზე, კამბოჯის ყოფილი დიქტატორი პოლ პოტი, ხოლო ასისტენტად "ლივერპულის" ყოფილი ფორვარდი ლუის გარსია დანიშნა.

"სტემფორდ ბრიჯი" უკმაყოფილი ქომაგებით გაივსო. აბრამოვიჩმა მოედნის ცენტრში შეირბინა და ხმამაღლა იყვირა:

"მეტი რა უნდა გავაკეთო, რომ აქედან წახვიდეთ?!" - შემდეგ "ბეტმობილში" ჩაჯდა და იქაურობას გაეცალა. იმ დღის შემდეგ რომან აბრამოვიჩი არავის უნახავს.

ნოემბერი
18 ნოემბერი: კარლოს ტევესმა ერთკვირიანი შვებულება აიღო. "მე დავაცემინე", - უთხრა ჟურნალისტებს არგენტინელმა.

30 ნოემბერი: ყველა წამყვანი საბუკმეკერო კანტორის აზრით, "ოქროს ბურთის" მოგების მთავარი კანდიდატი კრიშტიანი რონალდო გახლავთ. პორტუგალიელმა წლის განმავლობაში 110 გოლი გაიტანა.

ლიონელ მესი, რომელსაც წლის მანძილზე 40 გოლი აქვს გატანილი, "ვესტ ბრომვიჩის" მცველის, იონას ოლსონის შემდეგ, ფავორიტებში მესამე ადგილზეა.

დეკემბერი
4 დეკემბერი: მას შემდეგ, რაც პოლ ლამბერტის ძმისშვილმა ტრავმა მიიღო, დარენ ბენტი კვლავ აღმოჩნდა სათადარიგო სკამზე.

ბენტი მოედანზე 81-ე წუთზე გამოვიდა და "მეინორ პარკის საშუალო სკოლას", ჰეთთრიქის წყალობით მოაგებინა.

Sportall.Ge8 დეკემბერი: ლიონელ მესიმ "სოსიედადთან" შეხვედრაში 160 გოლი გაიტანა. ბუკმეკერების აზრით, "ოქროს ბურთის" მოგების მთავარი ფავორიტი უკვე მესია.

თვალცრემლიანმა კრიშტიანო რონალდომ ფეხბურთელის კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა.

17 დეკემბერი: მარუან ფელაინიმ თავი გადაიპარსა. წლების შემდეგ, ისტორიკოსები ამ დღეს ასე გაიხსენებენ: "დღე, როდესაც ფეხბურთი მოკვდა".

31 დეკემბერი: "არსენალმა" წელი 33 ქულით, მეოთხე პოზიციაზე, დაასრულა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 7 /
საგოოოოლ ძააააან მაგარი სტატიაააა
levani
00:14 05-01-2013
0
სულ რეალს და ჩელსის რატო დასცინიან? ბარსას ფანის გაკეთებულია?
temo
01:35 05-01-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული