ლიონელ მესი: უბრალოდ, ჩემი საქმით ვტკბები

AutoSharing Option
არგენტინის ნაკრებისა და "ბარსელონას" ფორვარდმა ლიონელ მესიმ, რომელმაც 7 იანვარს "ოქროს ბურთი" ზედიზედ მეოთხეჯერ მოიგო, აღნიშნა, რომ მიღწეულზე მაშინ დაფიქრდება, როცა კარიერას დაასრულებს.

"ძალიან მიხარია, რომ "ოქროს ბურთი" მეოთხედ მოვიგე. ვფიქრობ, სახლში ჯილდოსთვის ადგილს ნამდვილად მოვძებნი.

მიღწეულზე გაჩერების დრო არ არის. დრო ძალიან სწრაფად გადის და ამიტომ მიღწეულზე გაჩერებას და ფიქრს არ ვაპირებ. ჯობია, "ბარსელონას" მომდევნო მატჩზე ვიფიქრო.

ჩემს თავს არავის ვადარებ და ასევე, არ მივიჩნევ, რომ მსოფლიოში საუკეთესო ვარ. უბრალოდ, ჩემი საქმით ვტკბ
ები, რადგან ფეხბურთელებს მცირე დრო აქვთ სათამაშოდ.

ადრეც ვამბობდი, რომ როცა კარიერას დავასრულებ, უკან მაშინ მივიხედები. ადამიანებსაც საკუთარი აზრი ექნებათ და მივხვ
დები, თუ როგორი კარიერა მქონდა", - თქვა მესიმ.

მომზადებულია Goal.com-ის მიხედვით

ასევე იხილეთ:
ანდრეს ინიესტა: ლიონელ მესი მეხუთე "ოქროს ბურთსაც" მოიგებს
ლიონელ მესის ოქროს პოკერი [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 1 /
უბრალოდ გენიოსია სანამ ის ჯამრთელადაა არაცერთ სხვას შანსიც არ აქვს
ინიესტა ძაან მაგარია და დიდ პატივის ცემას იმსახურებს, რონალდოც მაგარია მაგრამ პიჟონია მაგარი
messi001
15:12 08-01-2013
0

სიახლეები პოპულარული