ალჟირის ნაკრებმა, ტოგოსთან წაგებული მატჩის შემდეგ, ჯგუფიდან გასვლის ყველანაირი შანსი დაკარგა. მიუხედავად იმისა, რომ ალჟირელებს რამდენიმე ლიდერი აკლდათ, ეს გუნდი მაინც ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტად ითვლებოდა და მათი მხრიდან ასეთი უსუსური ასპარეზობა ძალიან მოულოდნელი იყო.
ტოგოელთა მხრიდან, რა თქმა უნდა, ემანუელ ადებაიორი გამოირჩეოდა, რომელმაც ერთი გოლი გაიტანა და შეხვედრის ბოლოს საგოლე პასიც გააკეთა. აღსანიშნავია, რომ მატჩი დაახლოებით 20 წუთით შეწყდა, რადგან ერთ-ერთი კარის ძელი გადაიხარა და პიზის კოშკის
მეორე გამარჯვება მოიპოვა კოტ დ'ივუარმა და 1/4-ფინალის საგზური მოიპოვა. სპილოს ძვლის სანაპიროს ნაკრები ტუნისს ხვდებოდა, რომელიც ალჟირის არ იყოს, ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტია. ანგარიში 21-ე წუთზე ჟერვინიომ ლასინა ტრაორეს გადაცემის შემდეგ გახსნა.
კოტ დ'ივუარს დიდი უპირატესობა არ ჰქონდა და მატჩის საბოლოო ანგარიში ნამდვილად არ ასახავს იმას, თუ რა ხდებოდა მოედანზე. მაყურებელი დაძაბულ შეხვედრას 87-ე წუთამდე ადევნებდა თვალს, მატჩის ბოლო სამ წუთში კი საბრი ლამუშის შეგირდება ორი გოლი გაიტანეს (იაია ტურე და დიდიე ია კონანი) და საბოლოოდ დიდი ანგარიშით მოიგეს.
როგორც უკვე ვთქვით, კოტ დ'ივუარი ჯგუფიდან გავიდა, ალჟირი კი ჩარჩა. ასე რომ, მეორე საგზურის მფლობელს ტოგო და ტუნისი უშუალოდ ურთიერთშეხვედრაში გაარკვევენ.
ბოლო წუთების დრამა
საოცრად დასრულდა A ჯგუფი, სადაც ბოლო ტურის წინ ჯგუფიდან გასვლის შანსი ყველა გუნდს ჰქონდა. პირველი ტაიმების მერე მაროკო სამხრეთ აფრიკას უგებდა, ანგოლა კი კაბო ვერდეს და ყველაფერი თითქოს ლოგიკურად მიდიოდა – ამ სიტუაციაში ჯგუფიდან ფავორიტები, მაროკო და ტურნირის მასპინძელი გადიოდნენ.
სიტუაცია მატჩების ბოლო 20 წუთში აირია: 71-ე წუთზე სამხრეთ აფრიკამ მეი მაჰლანგუს გოლის წყალობით ანგარიში გაათანაბრა. ახლა უკვე ჯგუფიდან სამხრეთ აფრიკა და ანგოლა გადიოდნენ, მაგრამ დანებებას არ აპირებდა კაბო ვერდე, რომელმაც 81-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა და ვირტუალურ მეორე ადგილზე მაროკოს ნაკრები გადაიყვანა.
მას შემდეგ, რაც მაროკო მეორედ დაწინაურდა (აბდელილაჰ ჰაფიდი), თითქოს ყველაფერი გაირკვა, მაგრამ მაყურებელს საოცარი ფინალი ელოდა – 86-ე წუთზე სიაბონგა სანგვენიმ ტურნირზე უკვე მეორე გოლი გაიტანა და ანგარიში გაათანაბრა, პარალელურ შეხვედრაში კი კაბო ვერდე დაწინაურდა – ეს კი ნიშნავდა იმას, რომ მაროკო ტურნირს მიღმა რჩებოდა.
შეხვედრის ბოლო წამებზე მაროკო აქტიურ შეტევაზე გადავიდა, მაგრამ გოლის გატანა და ჯგუფში სამხრეთ აფრიკის ჩატოვება ვერ შეძლო. საბოლოოდ, მაროკომ მესამე ადგილი დაიკავა, 1/4-ფინალში კი სამხრეთ აფრიკა და კაბო ვერდე გავიდნენ.
სამხრეთ აფრიკა 2013. ჯგუფური ეტაპი
II ტური. D ჯგუფი
კოტ დ'ივუარი-ტუნისი 3:0
გოლები: 1:0 ჟერვინიო (21), 2:0 იაია ტურე (87), 3:0 ია კონანი (90).
ალჟირი-ტოგო 0:2
გოლები: 0:1 ადებაიორი (31), 0:2 დ. ვომე (90).
თ მ ფ წ ბ ქ
1. კოტ დ'ივუარი 2 2 0 0 5-1 6
2. ტოგო 2 1 0 1 3-2 3
3. ტუნისი 2 1 0 1 1-3 3
4. ალჟირი 2 0 0 2 0-3 0
III ტური. A ჯგუფი
მაროკო-ს. აფრიკა 2:2
გოლები: 1:0 ელ ადუა (10), 1:1 მაჰლანგუ (71), 2:1 ჰაფიდი (82), 2:2 სანგვენი (86).
კაბო ვერდე-ანგოლა 2:1
გოლები: 0:1 ნანდო (33-საკ. კარში), 1:1 ფ. ვარელა (81), 2:1 ელდონი (90).
თ მ ფ წ ბ ქ
1. ს. აფრიკა 3 1 2 0 4-2 5
2. კაბო ვერდე 3 1 2 0 3-2 5
3. მაროკო 3 0 3 0 3-3 3
4. ანგოლა 3 0 1 2 1-4 1
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
მვინეს ბენეფისი: მოგერიებული პენალტი და გოლი