პატრის კარტერონის ნაკრებს, რომელიც ნიგერიასთან ფავორიტად ნამდვილად არ მიიჩნეოდა, მაგრამ არც უშანსოდ მოჩანდა, ვერც სამასები დაეხმარნენ, ვერც სეიდუ კეიტა-მოჰამედ სისოკოს წყვილი და ვერც მოდიბო მაიგა-შეიკ დიაბეტეს ტანდემი. როგორც ხედავთ, მალის ნაკრებს საკმაოდ ძლიერი და გამოცდილი ფეხბურთელები ჰყავს, მაგრამ მიუხედავად ამისა, ეს გუნდი სასტიკად განადგურდა.
შეხვედრამ ინტრიგა პირველივე ტაიმში
ფინალურ შეხვედრაში მათი მეტოქე ბურკინა ფასოს ნაკრები იქნება, რომელმაც განის ნაკრებს პენალტების სერიაში აჯობა. ძირითადი და დამატებითი დრო 1:1 დასრულდა, პენალტების სერიაში კი განელებმა ხუთი 11-მეტრიანიდან სამი ვერ გამოიყენეს.
ფინალში ნიგერია აშკარა ფავორიტი იქნება, რადგან ბურკინა ფასოს ნაკრებს ორი ლიდერი, ტრავმირებული ალენ ტრაორე და განასთან გაძევებული ჯონათან პიტროიპა არ ეყოლება.
აფრიკის თასი. სამხრეთ აფრიკა 2013. 1/2-ფინალი.
მალი-ნიგერია 1:4
გოლები: 0:1 ეჩიეჯილე (25), 0:2 ბ. იდეიე (30), 0:3 ემენიკე (44), 0:4 მუსა (60), 1:4 შ. დიარა (75).
მალი (4-3-3): სამასა – ტამბურა, მ. ნდიაიე, ვაგე, ფ. დიავარა – კ. ტრაორე, ს. კეირა, მ. სისოკო (56. დიაბატე) – მაიგა (46. შ. დიარა), მ. ტრაორე (76. ს. სოუ), სამასა.
ნიგერია (4-4-2): ენიეამა – ეჩიეჯილე, ობოაბონა, ომერუო, ემბროუსი (81. იობო) – მოზესი (53. მუსა), მბა, ობი მიკელი, ონაზი – ბ. იდეიე (72. უზოენი), ემენიკე.
გაფრთხილება: მაიგა, ს. სოუ, ფ. დიავარა – ემბროუსი.
ბურთის ფლობა: 48-52; კუთხური: 7-3; კარში დარტყმა: 15 (7) – 15 (7); ჯარიმა: 15-8; თამაშგარე: 3-2;
ბურკინა ფასო-განა 1:1 პენ. 3:2
გოლები: 0:1 ვაკასო (13-პენ), 1:1 ბანსე (60).
პენალტების სერია: 0:0 ვორსა, 1:0 ბ. კონე, 1:1 ატსუ, 2:1 ა. ტრაორე, 2:2 აფული, 2:2 პ. კულიბალი, 2:2 კლოტეი, 3:2 ბანსე, 3:2 აგიემანგ-ბადუ.
ბურკინა ფასო (4-3-2-1): დ. დიაკიტე – კოფი (92. ა. ტრაორე), ბ. კონე, პ. კულიბალი, პანანდეტიგიური – რუამბა, დ. კონე, კაბორე – ნაკულმა, პიტროიპა – ბანსე.
განა (4-3-3): დაუდა – პანტსილი (10. ასანტე), ბოიე, ვორსა, აფული – რაბიუ (47. დ. ბოატენგი), აგიემანგ-ბადუ, კ. ასამოა – ატსი, ვაკასო (102. ვაკასო), ასამოა გიანი.
გაფრთხილება: პიტროიპა, პ. კულიბალი – რაბიუ, დ. ბოატენგი
გაძევება: პიტროიპა (117. ბურკინა ფასო).
ბურთის ფლობა: 55-45; კუთხური: 10-7; კარში დარტყმა: 21 (6) – 16 (7); ჯარიმა: 20-10; თამაშგარე: 1-2;
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
აფრიკის თასი: დროგბას სანაკრებო ტიტულის მოგება არ უწერია