დიდიე დროგბა: "გალათასარაიში" ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად მოვედი

AutoSharing Option
34 წლის კოტდივუარელმა დიდიე დროგბამ განაცხადა, რომ ზედიზედ მეორედ აპირებს ჩემპიონთა ლიგის მოგებას, ამჯერად ახალ კლუბთან ერთად.

"შანხაი შენხუაში" დროებით გაჩერების შემდეგ აფრიკელმა სტამბულელ "ლომებთან" 18-თვიანი კონტრაქტი გააფორმა. ახლა კი დროგბა ირწმუნება, რომ "გალათასარაის" ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ჯილდოს მოგება ძალუძს.

"მე მოვედი "გალათასარაიში" ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად. ეს კლუბი მხოლოდ თურქული გრანდი არაა, ევროპაშიც ანგარიშგასაწევი ძალაა. ჩვენ პლეი ოფში ვართ და დიდებული იქნება, ზედიზედ მეორედ თუ მოვიგებ ჩემპიონთა თასს. ძალიან კარგი გუნდი გვყავს: ვესლი სნეიდერი დიდი ძალაა, დიდი პატივია ჩემთვის
მის მხარდამხარ თამაში. ვიცნობ იოჰან ელმანდერს, ფელიპე მელოს, ფერნანდო მუსლერას და სხვებს", -
განუცხადა დროგბამ თურქულ გაზეთ "მილიეთს".

ასევე იხილეთ:
აფრიკის თასი: დროგბას სანაკრებო ტიტულის მოგება არ უწერია
მკითხველის კომენტარები / 3 /
კაი კაცო
ushangi
19:46 07-02-2013
0
დსადა
ushangi
19:47 07-02-2013
0

სიახლეები პოპულარული