ემირ სპაჰიჩი რუსეთში დაბრუნდა

AutoSharing Option
ემირ სპაჰიჩი სეზონის ბოლომდე "ანჟიში" ითამაშებს. "სევილიამ", სადაც 32 წლის ფეხბურთელი 2011 წელს "მონპელიედან" გადავიდა, ბოსნიელი დაღესტნურ კლუბში იჯარით გაუშვა.

სპაჰიჩი რუსეთში უკვე თამაშობდა. 2004-2009 წლებში ბოსნიელი "შინიკის", მოსკოვის "ტორპედოს" და მოსკოვის "ლოკომოტივის" ღირსებას იცავდა. ამ უკანასკნელში 2007 წელს რუსეთის თასიც მოიგო, 2009 წელს კი "მონპელიში" გადავიდა.

სპაჰიჩისგან განსხვავებით, რუსეთში არ დაბრუნდება ალეხანდრო "ჩორი" დომინგესი, რომელსაც ყაზანის "რუბინი" ეპატიჟებოდა. 31 წლის არგენტინელი, რომელიც წელს "რაიო ვალეკანოს" ერთ-ერთი ლიდერია, რუსეთის პრემიერლიგას კარგად იცნობს -"ჩორიმ" იქ 6 წელი გაატარა (4 "რუბინში", 2
"ზენიტში"). 2007 წელს დომინგესმა "რუბინთან" ერთად რუსეთის ჩემპიონატი მოიგო, რასაც "ზენიტში" ტრანსფერი მოჰყვა, სადაც არგენტინელი კიდევ ერთხელ გახდა ჩემპიონი (2009 წელს). გარდა ამისა, უეფას თასი (2008 წელს) და უეფას სუპერთასი (2008 წელს) მოიგო. საჩემპიონო სეზონში დომინგესი რუსეთის საუკეთესო ფეხბურთელადაც დაასახელეს.

"რუბინში" მისი დაბრუნება თითქოს გადაწყვეტილი იყო, მაგრამ ბოლო მომენტში რუსებმა ვეტერანში 3 მილიონი ევროს გადახდა არ მოისურვეს და ტრანსფერი ჩაიშალა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
"სევილიამ" სპაჰიჩი წარადგინა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული